ელისო ფიჩხაია

ფილოლოგი

მზემ შენზე ფიქრებით გამრუჯა

მზემ შენზე ფიქრებით გამრუჯა,
შურით შემომხედეს ვარდებმა 
და წვიმით დაღვენთილ ამ ქუჩას,
მე როგორ აუხსნა, რა ხდება?!
მზე სურვილს წამართმევს უწინდელს,
დამალავს სიცოცხლის გადაღმა,
წუთები ჩნდებიან სულმძიმე,
ჰო,ზოგჯერ არავინ არა ვარ;
და თუ რეალობას ვემლაშე
ვიცი, სულს გამითბობ სიზმარში 
უსასრულობაა შენამდე,
ვსვლედები უშენო წვიმაში;
და ის სიყვარული დამარჩენს,
მინდვრად რომ გვირილებს ბარდნიდა,
ლექსები გეტყვიან დანარჩენს,
უშენო დუმილი ატირდა;
და ვიდრე მზე მომისათუთებს 
და ვიდრე წვიმა ცრის წლებიდან,
მე როგორ აუხსნა ამ ქუჩებს,
რომ შენ სამყაროზე მეტი ხარ;
მზემ შენზე ფიქრებით გამრუჯა,
შურით შემომხედეს ვარდებმა
და წვიმით დაღვეთილ ამ ქუჩას,
მე როგორ აუხსნა,რა ხდება...