დღეს უჩვეულოდ მენატრები და შენზე ..


დღეს უჩვეულოდ მენატრები და შენზე ვდარდობ.
ასე გულწრფელი ალბათ მხოლოდ წვიმა მინახავს. 
დღეს სიყვარული ამიხირდა, არ ვიცი, რატომ...
არ ვიცი ასე უსასრულოდ რატომ მიყვარხარ!

ეს ნაწვიმარი აღსარება ჩემს მეს გავანდე,
შენ ნუგეში ხარ და ყოველთვის იმედს მისახავ.
არ ვიცი, რატომ ვერ გავუგე სხვის იასამნებს
არ ვიცი ასე უსასრულოდ რატომ მიყვარხარ!

წლები მიდიან და ტკივილის რჩება ნამსხვრევი.
რჩება წარსული და ეს გული სათქმელს ინახავს.
მართლაც არ ვიცი შენს მოსვლამდე როგორ გავძელი,
არ ვიცი ასე უსასრულოდ რატომ მიყვარხარ!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი