ვიცი,ოდესმე ყველაფერი იქცევა ზღაპრად ..


ვიცი,ოდესმე ყველაფერი იქცევა ზღაპრად
და აირევა შეგრძნებები - კარგი თუ ცუდი
ვიცი,ჩვენს მერე გაივლიან თავიდან ამ გზას
და ყველაფერი იარაფრებს რაც ხდება თუკი,
რაც გაზაფხულის ამ ზამბახებს აამპარტავნებს,
რაც გადარჩენილ სიცოცხლეზე დილიდან ყბედობს,
რაც ქვეყნად მისი არსებობით ასე მახარებს,,
მკრეხელობაში ნუ ჩამითვლი ამასაც , ღმერთო
მე მყუდროება დავარღვიე ღამის ლირიკით ,
რადგან არ ვიცი, რა იქნება ხვალ ,ამის მერე...
ჩემს დღიურებში თუ შენიშნე ქარის ქილიკი,
ეს ცხოვრებააა,ეკლებით რომ ვარდებზე ვწერე
და რა აზრი აქვს ,ეს ერთი დღე რომ მოწყალეა,
რომ რაღაცა სველი პაუზაა ,რაც მერგო ზიარს.
ლოცულობს ღამე ,მაგრამ თუკი ეს სიწყნარეა
მოჩვენებითი,რასაც სხვები სიმშვიდედ თვლიან,
მაშინ არ მინდა ეს სიმშვიდე -ამ ფარსი დრამით,
ვერ შეველევი ამ სიყვარულს,სხვისად რომ იქცეს,
არა მგონია გამაკვირვონ ჩრდილებმა რამით,
წლების ლამბაქზე დაილექა ლაქებად ის დღე,
რომლიც ბევრჯერ დავამარცხე შიშველ ხელებით,
რომელიც ბევრჯერ თეთრ ვარდებზე ეკლებით ვწერე..
ახლა ვერაფერს შეგპირდები თავგამეტებით,
რადგან არ ვიცი
რა მოხდება
ხვალ...
ამის მერე...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი