0 91

როცა საოცარი ზამთარია


რაზე გესაუბრო…
მაინც რაზე?!
გულს რომ სურს, ისეთი ზამთარია.
ყვავილთა თოვაა აივანზე,
ჩვენი ბეღურებიც აქ არიან.
ჩუმად ყველა ტკივილს გავემიჯნე ,
ისედაც სათავალავი ამერია;
იმდენჯერ გავიარე ბეწვის ხიდზე,
არ ვიცი ,სიმშვიდე რა ფერია.
რაზე გესაუბრო...
მაინც რაზე?!
ბევრი საფიქრალი დაგვიგროვდა.
დავივარ ფიფქების ხასიათზე,
არადა, შენი წყენა არ მინდოდა.
ხომ იცი ამბავი ჩემი გულის,
ისევ თავს ვუტოლებ ბავშვობის წლებს.
თოვაა, ცოტათი ნერვიული,
ფიფქებმა ღამისთევა გადწყვიტეს
და მინდა თეთრ ქოხში დავბინავდე,
სადაც ლოცვის მკურნავს აკორდები,
როგორ შეიძლება არ მიყვარდეს
წლები,უცვლელად რომ დავტოვებდი;
როგორ შეიძლება არ მიყვარდე,
როცა საოცარი ზამთარია...
ყვავილთა თოვაა აივანზე,
ჩვენი ბეღურებიც აქ არიან...
კომენტარები (0)