ელისო ფიჩხაია

ფილოლოგი

როგორც ყოვეელთვის

როგორც ყოველთვის, 
ვაფერადებ მიწის წრეწირებს,
რადგან სხვაგვარად უაზრობა ჰქვია ხეტიალს.
იქ, ციფრებს ითვლის თვით სიცოცხლის თანამეწყვილე,
მაგრამ სიცოცხლე მშრალ ციფრებზე ბევრად მეტია.
და ეს წუთია, 
ამერია ცხადი, არაკში, 
ღამის სიჩუმე კვლავ მაშორებს დღის რუხ მაკიაჟს,
ნამდვილ სიყვარულს სხვა ფერი აქვს წარმოსახვაში,
თუმცა შემთხვევით გადავაწყდი ნაცნობ ხასიათს;
და ყოველ დილით 
სხვა მანძილი მგონია ცამდე,
და ყოველ დილით 
გამოწვევას ვიღებ ჩრდილების,
ბედნირების კაკუნს ვისმენ ხანდახან კარზე
და ვგრნობ შეხებას ნაამბორალ ლურჯი იების;
ის სხვისი ცრემლი, 
ბევრჯერ ჩემიც იყო გულწრფელად,
როცა ნაკვთიც არ შეუტოკდათ ცოცხალ ფიგურებს.
მე სხვა ოთახში გავასახლე ბევრი ცრუ ნება 
და ორეულის ბაცილებმაც ვეღარ მიმტყუნეს;
როგორც ყოველთვის,
ეს ვარდები გრძნობენ ამბორებს,
რადგან უვარდოდ უაზრობა ჰქვია ხეტიალს,
და თუ სიცოცხლე მხოლოდ ერთი წუთით მათხოვეს,
რასაც ახლა ვგრძნობ,
სიცოცხლეზე ბევრად მეტია!