ის არ შეცვლილა მე ჩავიხედე შიგნით


ეს ასე არის რადგან ,
მე გადავწყვიტე ოდეს.
დუელ არ მინდა მათთან,
რაც იყო ჩრდილად მომდევს.
ბოღმის ბუკეტით ხელში ,
ვერ დაეწიე მასაც.
დომინანტი გაქვს გენში,
სულის ტკივილი სხვასაც.
რად შეიცვალე ასე,
რატომ ვინა ხარ სად ხარ.
გეყოს რაც ზურგში მარსე,
მკერდის ნაპრალში ჩანხარ.
ჩანხარ და უკვე იქით,
ხარ ჰორიზონტის ბოლოს.
ნაპრალ ივსება თვისით,
ვეღარ ვპოულობ გოგოს.
სულ არ შეცვლილხარ მიმზერ,
რომ მოხველ მაშინ დამხვდა.
რაც გინდა მიდი ის ქენ,
ალბათ მე მივხვდი ახლა.
თუმც გადავწყვიტე უკვე,
მოდი დავტოვებ ასე.
დუელ არ მინდა მრუდე,
შეხორცდა რაც შენ მარსე.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი