,,მეგობარო"


მეგობარი ნეტა ერთი მაინც მყავდეს ,
სადღაც გვერძე ანდაც იქვე შორიახლოს.
ოღონდ იყოს ოღონ იყოს ეს არ მაწყობს,
გრძნობა ძმობის როგორც უნდა განმიახლოს.

განმიახლოს ნეტა რატო ასე მწარედ ,
სად წავიდა მეგობრების გუნდი.
აღარ ვიცი დავიჭირო ვისი მხარე,
დამეჭიმა უკვე ყველა კუნთი.

აღარ არის სადღა არის ვისღა მორჩა,
მორჩა მორჩა აღარც ადგა აღარც მორჩა.
სიტყვა უკვე მეგობრები აღარ არის ,
სადღა არის ან გაიქცა ანდაც მოკვდა.

მოკვდა ფიქრში მოკვდა გულში მოკვდა ჩემთვის,
სუნი ასდის სუნი უფრო მძაფრდება.
რას მიყურებ დამითმია იყოს შენთვის,
ძმობის ღირსი მაინც ვეღარ გახდება.

გახდა თურმე ახდა უკვე სხვისი ნატვრა,
მეგობარი შეიძინა მისი სახით.
და როდესაც მისი ჯიბე უკვე დათვრა ,
და როდესაც მისი სიტყვა სადღაც გაქრა,
და როდესაც და როდესაც და როდესაც....
როგორც წინა ესეც უკვე ნაცად ხერხით,
მოიშორა გადააგდო სადღაც ღამით.

ღამე უყვარს ღამე მისი სახლია,
ამ სახლს ჩემთვის ურდულიც არ ახლია.
არ გეგონოს განა უკან დამხია,
მან უბრალოდ ძმობის ფიცი დახია.

დახიადა ნაკუწ-ნაკუწ ალყა-ალყა,
გადაყარა სადღაც იქით აღარცა ჩანს.
აღარც მინდა კიდევ ვნახო კიდევ ვიგრძნო.
ძმობის მერე კარგ ნაცნობსაც რომ აღარ გავს,
აღარ მინდა მისი სახე რომ შევიცნო.

შევიცნო და დავინახო ნეტა რა სურს ,
რა უნდა და გული რისკენ მიუწევს .
გულის ტკენა მეორეჯერ ნაღდად არ მსურს,
მისი ფიქრი მისი გრძნობა მისმა გულმა მიოუხვდეს.

მე კი ერთი ფიქრი შემჩა მეგობარო,
თუკი ჩემი სულის მეგობარი არ იქნები.
მე თუ არ ვიქნები ტვინს უნდა დავუბარო,
არც კი მიეკარო მასთან ყოფნით მაგრად დაიღლები.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი