თავხედი


არ ვიცი რატომ
შენ არც მოსულხარ ისე წახვედი,
არ ვიცი რატომ
ფიქრების ტბიდან უცებ გახვედი.
არ ვიცი რატომ
რისთვის გახდი ასე თავხედი,
არ ვიცი რატომ
როგორ გავჩნდი ამის თანხვედრი.
არ ვიცი რატომ
მაგრამ საზღვრის იქით ახვედი,
არ ვიცი რატომ
მაგრამ ვიცი აღარ დამხვდები.
არ ვიცი რატომ
ზღვის უფსკრულში უკვე ჩახვედი,
ერთი კი ვიცი
შენ არც მოსულხარ ისე წახვედი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი