ბოლო სტროფები


მთვარიან ღამეს მინდა მზეზე მოგიყვე მხოლოდ,
ვხედავ რომ მადნობს აღარ დარჩა ჩემში გრძნობები.
სიცოცხლეს გიცვლი მკვახე ვაშლში მითხარი ოღონდ,
რა გაქვს ჩემთვის წამიკითხე ბოლო სტროფები.

სიცოცხლის ბოლო, ბოლო ორი სტროფი მითხარი,
არ შეგაწუხებ დეტალურად დამარცვალებით.
არის თუ არა გაღებული მხოლოდ ის კარი,
რომ გავცოცხლდები ამ უბრალო გარდაცვალებით.

არ ვიცი ალბათ ამ ბედკრული ლექსის               შუა ნაწილს,
არავინ დაწერს ვერც შეამჩნევს მისით დანაკლისს.
არც ერთგული შემომხედავს ღვთისგან განაწირს,
არც წარმართი არ აღმივლენს თავის პარაკლისს.

არ მინდა მეტი ბოლო სტროფი მაინც მითხარი,
ვინ არის მასზე დაწერილი მკვდარის დედოფლად.
არ თქვა რომ უკვე შუა ნაწილში უკვე გითხარი,
მე ხომ სიცოცხლე გადმოგირგე კარის მეზობლად.

გათენდა უკვე მზიან დღეში ღამეს ვიხსენებ,
ახლა მთვარეზე მოგიყვები ორიოდ რამეს.
დღისით მზისგან და ღამით მთვარისგან მორჩა ვისვენებ,
უთხარი სტროფებს უთხარი მზეს და უთხარი ღამეს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი