0 36

ღამის მეფე


შენ არ იცი რა მწარეა ღამე როცა ღმერთობს ,
მნათობს ზურგი აქცია და სიბნელეს ვერ თმობს.
შენ არ იცი რა მწარეა მთვარე როცა მეფობს,
გადმოგყურებს ამაყად და გეუბნება:"დაიძინე გეყოს".

შენ არ იცი ჯარიცა ყავს გაფანტული ველად,
ზოგი ცალკე დადის და ზოგნიც კიდე ძნებად.
ზოგი ამ ველს მოწყდება და გაგიღიმებს ძნელად.
ზოგი ისე დაეყრება სახელს დაწერ ბევრად.

ასე მიდის ნელა - ნელა არ ეჩქარის არსად.
გადმომხედავს კიდევ ერთხელ და ამიგდებს მასხრად.
უკვე მისი სიძლიერე შემომევლო გარსად,
წამი წამში ერთია და მეჩვენება ასად.

დავინახე მისი სასა ჩასჩურჩულებს ვარსკვლავს,
ეს საწყალიც იჯერებს რომ მისი ფასი არ ყავს.
ეს ამბავი მერე სხვებთან სიხარულით დააქვს,
მარტოხელას მთელი ჯარი მის ჭკუაზე დაყავს.

უკვე ვფიქრობ დამთავრდება ეს ფიქრების კინო,
თან ტუჩიდან ამიორთქლდა ერთი ბოთლი ღვინო.
წასულია შენი საქმე ერთი სცენის გმირო,
მოდი წადი მობრუნება აღარ დააპირო.

ოკვე დროა სცენა იხმობს მთავარ პერსონაჟებს,
ეს საწყალი კადნიერი მჯერა პასუხს აგებს.
მინდა ერთი დავუზუსტო ამ ამბავის გამგებს,
ამ სცენების ფორიაქი მუდამ კვალდ დამზდევს.

მაგრამ მეფის სიმრგვალეზე წამოდგება ყველა,
ფორთხიალობს იბღვირება ჩემი მკვდარი მზერა.
ღამის მეფე აღარ არის მაგრამ უკვე მე რა,
აისობას მიესალმა ეს სინათლის მზეა.
კომენტარები (0)