უსიტყვოდ


არ მიყვარს სიტყვები,მარტო რომ გელაყბო.
მოგიყვე მითები , აგიხსნა სიტყვები.
მოგიყვე ისეთი ზღაპრისგან ვერ გამყო,
მიყვარხარ გეტყვი რომ უფსკრულში მიგყვები.

ამის თქმა არ მინდა მინდა რომ შეიგრძნო,
გრძნობდე თავს დაცულად არ გქონდეს ფიქრები.
მინდა რომ ხედავდე მინდა რომ შეიცნო,
არ იყოს მხოლოდ ეს:" მე შენ გპირდები".

სიტყვები კარგია საჭირო დროისთვის,
სიტყვებით გადმოგცემ რაც გულში ტრიალებს.
სიყტყვების ფრიალი სენია მოდგმისთვის,
ის არის მთავარი რაც შიგნით გრიალებს.

მე მინდა გულმა თქვას რაც მას ეფიქრება,
არ უნდა დამხმარე ენისგან მხილება.
მოდი გულმა მოყვეს რაც მას ესიზმრება,
გულის სიტყვებზე სიტყვებიც იზრდება.

მე მინდა უთქმელად გადმოგცე სათქმელი,
არ გჭირდებოდეს ყური მოსასმენად.
მე ვიყო შენთვის ის ჭიქა სასმელი,
არ გქონდეს ძალები მისგან მოსათმენად.

მე მინდა მოგიყვე როგორ მიყვარხარ,
ოღონდ ეს გითხრას თვალებმა თითებმა.
შენ ეს იცოდე სულ თვალწინ მიდგახარ,
შენზე ამბები მომიყვა ფიქრებმა.

ყოველდღე გეტყვი რომ დღეს უფრო მიყვარხარ,
ამას გავაკეთებ სიტყვების გარეშე.
შენ ეს შეითვისე შენ ჩემთვის ვინა ხარ,
და ეს მოისმინე სასმენის გარეშე.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი