ლოცვა


ზოგისთვის ლოცვა რიტულია,
რომელსაც უბრალოდ მიდის და აკეთებს.
არადა ლოცვა საუბარია,
რომელიც ყოველთვის გამოგაკეთებს.

ზოგისთვის ლოცვა სანახაობაა,
რომელსაც სხვისი თვალისთვის შვრება.
არადა ლოცვა სულ სხვა გრძნობაა,
რიმლის შემდეგაც განცდა არ ქრება.

ზოგისთვის ლოცვა ჩვეულებაა,
რომელიც ერთი სიტყვებით მიდის.
არადა ლოცვა საოცრებაა,
ღმერთთან საუბარს ვერავინ ყიდის.

ზოგისთვის ლოცვა სათხოვარია.,
მოთხოვნების და თხოვნების სია.
ასეთი კაცი მათხოვარია,
შორს არის მისგან გრძნობები ღია.

ეს არის ძღვენი ნომერ პირველი,
ღვთის გარდა ამ დროს არავინ გვისმენს.
ნუთუ არ არის ეს საკვირველი,
ცარიელ გულს რომ თავად ის გვივსებს.

შენ შეგიძლია თხოვო რაც გინდა,
მადლობაც უთხრა თუ რამე გახსოვს.
ეს უნდა იყოს ყველაზე წმინდა,
რომელიც ყოველ ნაბიჯზე გათბობს.

მადლობა ღმერთო რომ მზად ხარ მუდამ,
მოსმენისთვის და შესრულებისთვის.
ზოგის ლოცვებზე შენ ყურებს გუდავ,
ამას აკეთებ ერთგულებისთვის.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი