ლექსი მეგობრის გადასარჩენად


არ ვყოფილვარ ცხოვრებაში ასე კარგად,
გულში თითქოს სიყვარული დაიწერა.
შემეყარა ვირუსი და ვიქეც დარდად,
ფიქრმა თითქოს მომავალი აღმიწერა.

არ ვყოფილვარ ცხოვრებაში ასე ცუდად,
მეტი რა ვქნა აღარ ვიცი მართლა, მართლა,
ნისლში ვცხოვრობ, გზა გამოჩნა ოღონდ მრუდად,
აღარ მძალუძს თავის მართვა, თავის მართვა.

ამერია ყველაფერი თან ცუდად ვარ თანაც კარგად,
მტკივა გული დაწერილი ,ფიქრიც მტკივა აღწერილი.
ერთი მინდა უკვე მარტო გზა გამოჩდეს უფრო ნათლად ,
დააკვირდი ყველა სიტყვას კითხვას გისვამ ამ წერილით.

ვეღარ ხედავ ჩემს სიყვარულს!?
აღარ ვგავარ ადამიანს.
გული მიგავს ნივთს მოპარულს,
ფიქრი მიგავს დღეს გვალვიანს.

გთხოვ მიშველე ამ მორევში მომაწოდე ხელი,
თორემ ვგრძნობ რომ ნელა-ნელა ქვემოთკენ ვეშვები.
არ გაძალებ ჩემს სიყვარულს მხოლოდ პასუხს ველი,
ხო უყურებ უკვე ჩემით ვეღარაფერს ვშვები.

კი მითხარი არ მიყვარხარ მაგრამ ერთი მტანჯავს,
ვერ ვიჯერებ ჩემს მიმართ რომ არაფერი არ გაქვს.
კვლავ მითხარი არ მიყვარხარ შენი გრძნობა მტანჯავს,
მეც წავალ და მოგეხსნება ეს ტვირთი რაც დაგაქვს.

ოღონდ გთხოვ რომ დამაჯერე,არ მოგწონვარ არა,
მითხარი რომ არასოდეს გიფიქრია ჩემზე.
მეც ვიტყვი რომ ყველაფერი უკვე კმარა კმარა,
შევფუთავ და ამ სიყვარულს გავამგზავრებ გემზე.

ვიცი გამიჭირდება მაგრამ ასე ჯობია,
არ მომბეზრდი,დავიღალე მომავალი არ ვიცი.
სიყვარული ზოგის მსგავსად ჩემთვის განა ჰობია,
სწორად ვიქცევი თუ არა მარტო ამას განვიცდი.

მაინც ერთი უნდა გითხრა ბოლოს ,
ჩემი სიყვარული ხარ პირველი.
არ დავლაპარაკებივარ მე სხვა გოგოს,
მხოლოდ შენთვის ვარ ამ სიტყვების შემწირველი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი