ადუღებულა სადღაც ვიღაცა


ადუღებულა სადღაც ვიღაცა როგორ
არ ვიცი მაგრამ აქ არის ,
სად არის ნეტა რატო არის ანდა ვინ უთხრა.
იყავი მოდი არ მოხვიდე თუ გინდა დარჩი.
და მერე ეგ ფიქრი გინდა ნებით და გინდა ძალით,
აიღე ეცი და დაათვერე ცხოველის დარდში.
გელოდებოდი ალბათ სადღაც აქა-იქ მარტო,
ნეტა მოხვედი თუ არ მოხვედი ალბათ არც დამხვდი.
ვიფიქრე თუ არ ვიფიქრე არ ვიცი რატომ,
აზრი ადუღდა ნეტა ის არის თუ რაღაც გახდი.
გახდი და მერე სადაა ან ვისთან რატომ ხარ,
ხარ და როგორ ხარ აღარცა ხარ მჯერა იქნები.
მჯერა იქნები ანდა იქნებ უკვე მარტო ხარ,
მარტო ხარ მაგრამ ჩემთან მაინც ვეღარ იქნები.
წავიდა უკვე აღარ არის დუღილი გაქრა ,
გაქრა და მუქად დაგვიტოვა ნისლების ფარდა.
ფარდა გავხსენი არ წასულა სიმშრალე დარჩა,
მშრალით ეწერა მყვარებიხარ არ მინდა გარდა,
გარდა დაბრუნდეს ის დუღილი რომელიც მწვავდა,
დამწვრობაა თუ სინანულის უკვე არ ვიცი.
მინდა დაბრუნდეს ის პატარა რომელიც მწამდა,
გული გაჩერდა და ამას უკვე ვეღარ განვიცდი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი