ქალური ლირიკა


გინდა მოვიდე შენთან?
უნდა მოვიდე შენთან.
რატომ მოვიდე შენთან?
ანდა არ მოვალ შენთან.
ნეტავ გინდოდეს ჩემთან,
და არც გინდოდეს ფიქრი.
აღარ გინდოდეს სუნთქვა,
მარტო გინდოდეს ჩემთან.
ოღონდ გვინდოდეს ერთად,
სულ არ ვფიქრობდეთ სხვაზე.
იყოს თუ გინდა ღმერთთან,
აგიყვან მის შექმნილ ცაზე.
შორსა ხარ ჩემგან შორს ხარ ,
ვივლი თუმც ბოლო არ სჩანს.
იტყვი რას ამბობ აქ ვარ,
ლირიკულს მაჩუქებ ზღაპარს.
იტყვი რას ამბობ აქ ვარ...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი