მარგინალი ქალი


ქალი,მარგინალი ქალი,ქალურ ვნება ფარულ ხმანი ხმალნი ქარის ფაიფურ გზით ნაზი ფარით ქალი არი მშვენებ არის კაცთა მლოცველ სარივითა სწორი არის მისი მაჯა მისი თვალნი ყვითელ დროის საზიარი ოთხ კედლური ნაკავალევი სახეს უმშვენს თეთრი კანი და მის ველურ წარბებშია ტაძრულთიხის ნაძვნარი ატირდება როგორც ყლორტი ინამება ნაზი ქალი და მისეულ ცრემლებში სჩანს ელექტრული შავი მტკვარი ლაქებ მიჰყავთ ქრიზანთემებს წამოგვყევი როგორც დარი და ენის მსგავს გემის წუხილს გასტეხვია მინანქარი თურმე მშვენებ ამ ქალისა ყოფილ იყო წითელ ხალი და უზღვოო სიბრძნე ზეთად მოსდიოდა მირონბზანი რამდენ ხე ტყეს შევეჩეხე მის მკლავური ჩემი ფრანი სუსტი გრძელი და ფითქინა როგორც მის სულს არის გზანი. ქალი წამში მიყვარდება რამდენ გადის სამი ხანი ვარსკვლავთ არის ცად ქორწილი ნეფე ვარ და თანაც მთვრალი. იგი ნაზად მოტივტივებს ცივ ტუჩების ვიგრძენ კვალი მესაათემ ცად გაუშვა უტოლობის მღვრიე კვამლი წამოვდექი მე ძილიდან სულს გამიწყდა გულ სავალი და ჩემს ოთახს მოჰკლებოდა ქალურ ტრფობის ნიაღვარი. აღარ დამრჩა მე კი არვინ აღარ დამრჩა ქალის ფარი და სიგიჟე ბავშვურ ალი ნეტავ ღმერთებს მოვეკალი
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი