მებადური


მებადურო,ისმის დილა გაკვეთილი ალიონი რად დამდგარხარ გაწამებულ ქაფიანი ვით რიონი ასე რამედ გაწუხებდეს კუპრიანი ლეგიონი. მებადურო უბედურო იქ ქისა რომ იქმნისა,მტკვარმა ცბიერ ტალღლულებით საუკუნოდ მიითვისა. ვაი ია შენეული სად ქრებიან ნელი ქრობით წვერ ულვაში მოუვლელი ნელი სუნით და ვარდობით. ისევ ქრებიან,იქონებიან ზეთნი შენი მებადურო მტკვრის საუნჯედ ქვეშ
დამუნჯდე ქედნი ენით ქრება ის დრო.მედიდურო მებადურო ახ ეგ შენი ულექსობა კოცნა შორის ფერდთა კაბის უდროობა დაგეხსნება.  ოხ ეს წყლული უწყლოობის ცრემლთა სევდა გიცურდება შავი ცხენით  სულს გიმღვრევს და თევზი ენით იფურცლება.იქერცლება გემზე ბგერით ძილიანი სამზადისი ჰე უბადლო მებადურო მზედ უმიზნე ცას ანკესი ჩუქურთმიან გზად ხიდეებს განუფინე ტბა უგრძესი და იყოოს წყობა ხისა ფერმკრთალი და უმთვრალესი.
ეგებ სპექტრთა გახვეული ეს ეული დღე მარგუნო შეჩვენება არ  დაგწვავდეს სამ ქიმიან ბედაურო, გთხოვ და ცას კი გემუდარებ იყოს შენში ღვიძება იყოს დარებ უდარდესი ცეცხლით გამოღვიძება გობელენურ გენეზისი ფერფლით გამოგიძვრება.და კი ბოლოს იორდანეს შეეგება რიონი სინთეზიუმ დაიბოლოს მკიან ბატალიონი.უმადურო ვიბრაციავ ეგებები წყეულ დილას ისევ წყლულთა ელოდები უწყლოობის განვლინებას მაგრამ ასე ვისა უგოს დრომ სივრცენი სამეფონი ყველა ციურ ველად მოსილ სულს არგუნოს პანთეონი.ისვენე ახლა თავ მორჩილების სისხლიან თვალით სთესე სარკენი უცქირე ცვლილი სხეულის ცხრა მთას ჩემი მდევარი ლანდთა სარკმელი.ოხ მებადურო ბრალო უმადურო ასეა ბუნების გვიან პასუხი წყალთ ჰპოო ქვიშა ცა უსაზღვროო და უკუნეთის მქრალი მარწუხი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი