ქალი!


ქალი! 
ეს ერთი სიტყვა სამყაროს იტევს!
ეს ერთი სიტყვა უდრის ყველაფერს!
ეს ერთი სიტყვა სამყაროს პიკი
საოცრებაა - ამკობს ყველაფერს:
ქალი - საყრდენი, ბურჯი ოჯახის!
ქალი - დედაა გმირი შვილისა,
ქალი ამაყი! ქალი მებრძოლი
და დესპანია მშობელ მიწისა!
ქალი ფარია მოუდრეკელი,
ქალი - მახვილი ორპირლესილი,
ქალი - ტაძარი შეუვალ კლდისა,
ქალი - მანდილი დაუცვეთელი!
ქალი მორჩილი თავის ბედისა,
თან მეამბოხე ამ ცხოვრებისა,
ვინც მიხვდება და ქალს დააფასებს
მადლი გადმოდის მირონცხებისა.
ქალი დედაა თვით სამყაროსი 
საწყისი შვების, ერთგულებისა
სამშობლოს სარკედ მაგალითია
ნებისმიერი კუთხის შვილისა.
ქალისგან იშვა უბიწოება
თვით სათნოება იშვა ქალისგან,
გაუფრთხილდი და მას მოეფერე
არ შეგაშინებს ქროლვა ,,ქარისა"!
ამ ერთი სიტყვით რამდენი ითქმის
ეს ერთი სიტყვა რამდენსაც იტევს,
იმდენ სიკეთეს თესდე გარშემო
სულის ცხონებას ხომ მადლი იწვევს.

#Mimino
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი