იმ დღეს


იმ დღეს, რატომღაც საოცრად წვიმდა.
ცა ჩამოვიდა ლამის მიწაზე.
როცა მეგონა, არ დარჩა წმინდა,
მაშინ გამოჩნდი დედამიწაზე.
ჰო , სიყვარულო, შენზე ვსაუბრობ,
მიტოვებული, მოხუცი, ლოთი...
წმინდა ხარ, როგორც თოვლის ფანტელი.
ცივი ხარ, როგორც ყინულის ლოდი.
შენ ნეტარება არგუნე მავანს,
ჩემთვის კი ტანჯვა გაიღე მხოლოდ.
ცა ჩამოექცა იმ დილით ქალაქს,
არაერთს იმ დღეს მოეღო ბოლო...
შემოიჭერი დაუკითხავად,
დატოვე სევდა და გულში შფოთი.
წმინდა ხარ, როგორც თოვლის ფანტელი.
ცივი ხარ, როგორც ყინულის ლოდი.

#Mimino
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი