0 345

მშვენიერება სულიდან მოდის


მშვენიერება სულიდან მოდის
და შენს თვალებში უხმოდ ჩერდება.
ლამაზო ქალო მე შენს სულს ვხედავ, 
რომელიც ჩემს სულს ფრთხილად ეხება.
ბაგეს მოწყვეტილ ღიმილს დავლოცავ,
თვალებთან ერთად ცას რომ ედრება.
მინდა ცხოვრება განებივრებდეს
და სულ თან გსდევდეს ბედნიერება.
სიტყვაკაზმულო ლექსს შემოგკადრებ,
სიყვარულით, რომ გამიბევრდება.
არ გაიკვირვო ეს სტრიქონები
და ნუ ჩამითვლი კადნიერებად.
ცა ოკეანეს მზის სხივებს სტაცებს
და შენი მზერით ჩემს გულს ეხება.
მხატვარი ვიყო, შენ დაგხატავდი, 
რომ გადმომეცა სულის მშვენება.
​#Mimino
კომენტარები (0)