პოეიზით მთვრალი ვარ...


პოეზიით მთვრალი ვარ, მე იბრაჰიმ პოეტი.
მე იბრაჰიმ მაგი და მე იბრაჰიმ მსტოვრელი...

თოვლის ნამქერს ეფინება სიო უტყვი სევდით,
მიწა კიდევ გადაივსო ფანტელების ფერფლით.
რადიოში გაჟღერილი ჰანგის ძალა მაკვირვებს,
ვიცი მალე მე მივაღწევ გუნდრუკის გზის ნაპირებს.

სიბინძურის მორევი გვითრევს ჭაობს გვიმზადებს,
არჩევანი ორია, ჩათრევა თუ ჩაყოლა
ამ ყველაფრის შემყურე ერთი კითხვა დაისმის,
ეგზისტენციალიზმი, ყოფნა ანდა არყოფნა.

ირგვლივ ქარი ბატონობს, იკარგება ოცნება,
იდუმალი სული და კაცის პატიოსნება,
არეული ფიქრები ამღვრეული ზმანება,
რაში ვერცხლის საპალნით ჩემსკენ მოექანება.

შორი გზებით მივდივართ, მაგრამ ბოლო ერთია,
სამარის ქვა შეგვყრის და კლდეზე ერთად გამოგვკვეთს,
მე არ მჯერა სამყაროს ზეციური გენია,
ოცნებების ფერია, ჩემთვის ლურჯი მტვერია.

არსებების სამყარო არის სულთა საბადო,
ქრისტეს მებადურების ბადეები სუსტია,
და გარბიან სულები, ვით უძღები შვილები,
მრავლდებიან უგვანოდ, ვით მუნდირის ღილები.

სულთა პოლარიზება კიდე უფრო ხშირია,
მოწყენილი ჩიტები ხის უბეში სტირიან,
ცხოვრების გზას მივყავარ მე არეულ აპრილთან,
გელოდებით სულყველას პირამიდის ნაპირთან.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი