მანდილოსანი


მანდილოსანი, ქალი ფრთოსანი ანგელოზივით სპეტაკ თვალების,
მდუმარე მზერა სულის ამღლეტი და გადახლეჩვა
 მთის ნაპრალების,
ოქროს ფარები, ცხენთა ნალები, თქარუნი ნელი, თქარუნი ჩქარი,
ეტლთა ალები, მუზარადები, ჩხარუნი ნელი, ჩხარუნი ჩქარი.


მარტოა ღამე იბრძვის ეული, რა ეშმაკი სწვავს ან რა წყეული,
ცეცხლის კანკალი, მისი ფერხული ორი ნაბიჯი და საფეხური,
ქალის მანდილი არის ნამდვილი, სავსე ღვთიური მშვენიერებით,
ვერავინ აღწერს ამ სილამაზეს კაცთა თვისების სიტყვიერებით.


კლდის ხის ტოტის ტერფიდან აფრენილი მიმინო,
დაჭრილი ცის ფერდიდან სისხლად მინდა ვიდინო.
ქალის სახე ნათელი, მკრთალი, თეთრი ნაზია,
ამღვრეული მშვენება ცხრაკლიტური ვარძია.


ცა მანდილად ახურავს, მიწა კიდევ ქალამნად,
ეს არ არის ნათქვამი ამბად ანდა ქარაგმად.
და როცა ვარდი დაიწყებს ჭკნობას, სურნთან ერთად სულს წაიყოლებს,
სიკვდილის ცელი ვარდის სიტურფეს უმალ თავისთან გადაიყოლებს,


მაგრამ ყვავლი, მინდვრის ყვავილი, ლაღი ნათელი და მოცინარი,
დილით მზის სხივი დაჰხარის მწველად, ღამით ვარსკვლავნი ცად მოტყინარნი,
უკვდავი არის მისი მშვენება, ვით გალაქტიკის სივრცე დიდია,
ტყუილი არის აქ შესიტყვება თორემ სიტყვები რა თაკილია.


რომ შევადაროთ ყველა საუნჯე, რას წვდება თვალი და კაცის სიტყვიერება, 
სიცოცხლე მწველი, სიყვარული თუ ადამიანის ბედნიერება,
მაინც არ არის ისე ძვირფასი, როგორც ამ ქალის მანდილის მწველი შარავანდედის მშვენიერება.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი