აჭარული


დავბოდიალობ,მარტო ზღვის პირას
და ესენინის, მხვდება შაგანე
აქ ზღვას შევცქერი,იქ მთას მატირალს
და სადღაც ჩვილი ტირის ბაღანე

სადღაც ხულოსკენ,მაკი ყვავილობს
და მე ვაპირებ,მისით დათრობას
თითქოს ძილია,მაგრამ არ ძილობს
წვიმამ იკისრა,ძილის დაფრთხობა

აქ უსაშველო იცის წვიმები
აქ სიყვარულიც,იცის უსაზღვრო
აქ არ მინახავს მე ჯერ ფიფქები
მაგრამ ქალს ვხედავ,თოვლზე უმანკოს

ნეტავ რა უთხრა მე დედაქალაქს
რატომ გავცვალე მასზე ფიქრები
და გავატანე აჭარელ ქალას,
რაც კი თბილისში იყო ტიტები.

მინარეთიდან მლოცავს მემედი
და აღმოსავლურს,მიძღვნის ბალადებს
გაიხარეო! შვილო ეფენდი,
და შენს სამშობლოს ნუ უღალატებ.

მე ესენინის მხვდება შაგანე
მერე ზღვის პირას ვსეირნობთ დიდხანს
და იქ მტირალი ჩვილი ბაღანე,
ჩემი ყოფილა,უთქვია მკითხავს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი