0 112

BENZODIAZEPINE


ისევ სიგარეტი და ისევ ლედ ზეპელინი
სული შვებას ნახული ბენზოდიაზეპინით
ნახე ზღვამ გამორეკა, შენი თეთრი ნავები
დაეწიე გაცურე, აქ შენ დაიკარგები
ისევ ქარის თარეში,ამ ნისლიან ღამეში
მიდი გადაიკარგე, არ გაება მახეში
ისევ ღამის თენება,ისევ ლედ ზეპელინი
სული შვებას ნახული ბენზოდიაზეპინით
ისევ განჯის კარებთან, განჯისებრი ალმური
გათელეს და გადაწვეს, ყველაფერი და-ძმური
ნიჩბებს ხელი მოუსვი,მიდი რაღას მოელი
დაგიფასებს იცოდე,არტურ კონან დოილი
ისევ სიგარეტი და ისევ ლედზეპელინი
ჩაისფერი ფაიფი და ბენზოდიაზეპინი
გარეთ ყეფენ შკოდები,ცოფზე აუცრელები
ბევრი დაიჭირეს და ბევრს ჩააცვეს შავები
დაწვი ტელევიზორი, სიცრუეს რომ გადმოსცემს
დაგიჭერო გიორგი, თუ კი შენ ხმას არ მომცემ
ისევ ლედ ზეპელინი, ისევ ღამის თენება
ბენზოდიაზეპინით, ღრუბლების გაჭენება
თებერვალის ქარები,ავები და დარები
ღაემეების მნათობებს, მოუხურეს კარები
ისევ ლედ ზეპელინი, ისევ მტვერი ქალაქის
და ქარის მოლოდინი, ფრთამოტეხილ იალქნის
ისევ ლედზეპელინი, ნავი ტალღებს მიაპობს
ბენზოდიაზეპინი ლამაზ ზღაპარს მიამბობს
გვატყუებდნენ ისინი,რომ თქვენ ხართო გიჟები
გვატყუებდნენ ვყოფილვართ. თურმე შიზოიდები
ჩვენნაირი ბევრია,სუყველას ვერ გვესვრიან
თუმცა ჩვენ რას გვიზავენ,ამათ მოკლეს მესია
ჩემგან თქვენთან ბრძოლაში იარაღი ლექსია
კაცის ტყავს არ ატარებს და მას ვეღარ ესვრიან
ამათ გვერდით რა გინდა რით ვერ გამოეცალე
იმათ ვინც წიწამურთან, სული გამოგვაცალეს
ბენზოდიაზეპინი ,ჩაისფერი ფაიფი
ჩაისა და მურაბის,დამტკბარი მუსაიფი
ისევ ნაფარეულის,ბენზოდიაზეპინი
ისევ სიგარეტი და ისევ ლედ ზეპელინი
კომენტარები (0)