როცა ბროწეულის ფატა,დაფარავს ხეს ..


როცა ბროწეულის ფატა,დაფარავს ხეს
როცა შემოდგომა,წაშლის ზაფხულის ვნებებს
გამოხვალ ლაღად და სიკაშკაშით დაჩრდილავ მზეს
მაგრამ ვერ გაითბობ,სიცივით, გაყინულ ხელებს

აირეკლავენ შუქის სხივები,ქათქათა კბილებს
და გვერდს ჩაუვლი ახალ თაობას,თაობა გიმზერს
თვალს გადაავლებ,ჟინის სარეცელზე ჩამომსხდარ ბიჭებს
შორს კი შენიშნავ,მეფეს გადაღლილს და მეფეს შიშველს...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი