ჟამთგასაყარი


ჟამთგასაყარი  
           ( მოთხრობა მხოლოდ ჩემი ფანნტაზიის ნაყოფია და რიალობას არ შეესაბამება)

  მწუხრი მშვიდობისა მისურვა ოჯახის უფროსმა და ჩემი  ოთახიდან გავიდა ჭარმაგი. მოუსვენრობა ამეკვიატა. ეს ამბავი მსურდა ვინმესთვის მეამბნა, ვინძლო აღსარებასავით გულზე დაწერილი იმ ღამინდელი სიტყვანათლული ფიცი და აღთქმა გამეზიარებინა ვინმესთვის. ისევ ფურცლებს ვანდე, ისევ ერთგული კალამი ავაწრიპინე და თქვენამდე მოვიტანე . . .   
სათევზაოდ დამპატიჟეს ძმაკაცებმა, „აჭარისწყალზე“ წავედით „დიდი მეთევზეები“.  მართლა ჯერ იქვე  მაღაზიაში შევიარეთ, კაი ძეხვი, შემწვარი წიწილები კიდევ რაღაც რაღაცეები და  ღვინო შევიძინეთ. კინაღამ ანკესები  არ დაგვავიწყდა? ნუ გაგიკვირდებათ, რატომ მაინცა და მაინც ანკესებიო? იმიტომ!  ბადით რომ ითევზაო უნდა იარო და „მომთაბარე“ პურმ-მარილი გინახავთ სადმე? არა, ხოდა ნუ მეკამათებით. მოკლედ ჩაუჯექით, ანკესები ჩავყარეთ წყალში და სუფრის გაშლას შეუდექით. ბათუმის ბაზარში ნაყიდი დალოცვილი „ცოცხალით“ დავამშვენეთ  სუფრა. ღვინო კი მდინარეში ცივდებოდა. 
ვიღაც ორმა მოხუცმა კაცმა გაგვიარა გვედით,  შემოგვხედეს,  გაეღიმათ. მერე მათ უკან კიდევ სხვების მოდიოდნენ, სულ მოხუცები და კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა ახლდათ თან. ესე ათი კაცი მაინც იქნებოდა. სუფრა გაშლილი გვქონდა და როგორც წესი მოითხოვს სუფრასთან მივიპატიჟეთ ისინიც. არავინ არ „გამოგვხმაურებია“, მხოლოდ მადლობა გადაგვიხადეს და გზა განაგრძეს. დავაკვირდი, მათ შორის ორი საულიერო პირი გახლდათ, ერთი ქრისტიანი მოძღვარი და მეორე აშკარად მუსულმანი.  ჩემმა მეგობარმა დიმამ მითხრა „ ეს კაცი, აგერ რომ მიდის ჩვენ სოფელის მოლაა, ნეტავ სად მდის ეს ხალხი? მღვდელი, მოლა და კიდევ ეს ადამიანები? . . .“ 
თვალი გავაყოლეთ მიმავალთ და რატომღაც ისეთი გრძნობა დამეუფლა რომლის ახსნაც უბრალოდ არ შემიძლია, ალბათ ჭარბმა ცნობისმოყვარეობამ დამრია ხელი. იმ კაცებიდან ერთი ახალგაზრდა მობრუნდა ჩვენსკენ მოიხედა, შემდეგ მხცოვან მამაკაცს თავი დაუკრა, ეტყობა რაღაცაზე დაეთანხმა და ჩვენსკენ გამოსწია. მე, დიმა და ჯონდო ფეხზე ამდგრები შევეგებეთ მოსულს. ჩვენზე ბევრად უმცროსი იყო ჭაბუკი. მორიდებით მოგვესალმა და გვითხრა:
-	ბატონებო მომიტევეთ, ჩვენი სოფლის უხუცესებმა გამომგზავნეს, დღეს ჯერ  არდათქმულ  დღე სახსოვარს ეყრება საფუძველი და თუ პატივს დაგვდებთ გვესტუმრეთ, კიდევ ერთხელ მომიტევეთ რომ შეგაწუხეთ.
-	კი, მაგრამ იქ ჩვენ არავის ვიცნობთ და უხერხული იქნება, მადლობას მოგახსენებთ დაპატიჟებისთვის . . .
-	თქვენ ვერ გამიგეთ . . .თქვენს პურმარილს და ღვინოს ხელს არავინ ახლებს . . .გიკადრეთ ბატონო, გვიკადრეთ . . .აი იქ დიდი ჭადარი რომ დგას, აი იქ უნდა მივიდეთ . . .
სიმართლე გითხრათ უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ჩვენი პურმარილი კი ვკეცეთ და იქ, ჭადართან მივიტანეთ. საღამოს შვიდი საათი იქნებოდა მოტანებული. ჩვენი სამგზავრო ნავთის სანათიც თან წავიღეთ. აშკარა იყო, რომ დალევა აღარ მოგვიწევდა, მაგრამ იმის ინტერესი „მკლავდა“, რატომ იყვნენ  ქრისტიანი მოძღვარი და მუსულმანი მოლა  ერთად, რა ჰქონდათ საერთო მათ? მიუახლოვდით შეკრებილთ. მდაბალი სალამი მოგვიძღვნეს უცხოებს მხცოვანმა ადამიანებმა. ოთხი ახალგაზრდა რიყის ქვებს ეზიდებოდა და მოხუცების მიერ შეკრული წრის შუაგულში თითქოს პატარა ყორეს აშენებდნენ, ან უფრო რაღაც რიტუალურს, რომლის მზგავსი ჯერ არ მენახა. ახალგაზრდები საქმეს მორჩნენ . . .საათს დავხედე უკვე საღამოს ცხრა საათი დაწყებულიყო . . . ჯონდომ ნავთის საგზაო სანათში ცეცხლი „შეგზავნა“ და იქაურობა გაანათა ალმა, ჩვენნაერი სანათები იმ ადამიანებსაც ჰქონდათ და აჭარისწყლის სანაპირო გაანათეს . . . მდუმარედ იდგნენ მოხუცები . . . შემდეგ დიდრონ ქვებზე ჩამოსხდნენ და ქრისტიანმა მოძღვარმა ჩვენც მიგვითითა დავმხსდარიყავით. რაღაც განსაკუთრებული იწყებოდა . . .
-	შვილებო - მოგვმართა მოლამ - მე, აი მდინარის გადაღმა რომ სოფელია, იმ სოფლის მოლა ვარ, მუსულმანი. მადლობთ რომ მობრძანდით და პატივი დგვდეთ თქვენი ყოფნით.
-	ჩემო სულიერო შვილებო - რაღაცნაერი ღიღუნა ხმით ამეტყველდა ქრისტიანი მოძღვარი -  თქვენი მოწვევა დღევანდელ ჩვენს შეკრებაზე შემთხვევით არ მომხდარა, რამეთუ თქვენ ჩვენთვის უცნობი ადამიანები, მიუხედავად თქვენი რელიგიური შეხედულებების, მაცნედ ხართ წვეულნი, მოგვიტევეთ რომ ქეიფი შეგაწყვეტინეთ . . .
-	რის მაცნედ ვართ მამაო წვეულნი? ჩვენ რა შეგვიძლია? - დაბნეულმა უპასუხე მამაოს.
-	ქრისტიანი ხარ? - მკითხა მოლამ
-	დიახ, აი ნათლობის ჯვარიც კისერზე მაქვს  . . . - პერანგის საკინძე გავიხსენი,  ოქროს ჯვარცმა აღვიღე მკერდიდან და დამსწრე საზოგადოებას ვუჩვენე.
-	მომიტევე უცნობო მეგობარო - მომმართა მოლამ - უხერხულობა შეგიქმენი. 
-	ეგ არაფერი - მორიდებით მივმართე მოლას
-	ვთქვათ სათქმელი - ბრძანა მამაომ.
-	ჯერი შენი იყოს - თავდაკვრით მიმართა მოლამ მამაოს
მამაომ წვერზე ხელი ჩამოისვა და ბრძანა:
-	გუშინ ჩვენი სოფლის ახალგაზრდობა აქ მოვიდა, აქ   მდინარე აჭარისწყლის ამ რიყეზე და სანთლები აანთეს, ხატები მოალაგეს ამ ლოდებთან და თავადაც ხედავთ ქრისტიანულ წმინდა ხატების სიმრავლეს . . .ისინი თქვენს წინაშეა . . .და აღავლინეს ლოცვა აქ ოსმალთა მიერ ოდეზღაც აღმართულ თავკვეთურაზე ქრისტიანობისთვის მსხვერპლად შეწირულ აჭარელი ქრისტიანთა სულის სალხენად, ეს ამბავი მე დღეს შევიტყვე, წადილი ითქვა მრევლისა მიერ, რომ 22 ივნისის ღამეს  ზუსტად ღამის თორმეტ საათზე აღვლენილიყო ლოცვა და პარაკლისი გადაგვეხადა ჩვენი, ქართველი მამულიშვილთა ქრისტესთვის თავგანწირვისთვის და მათი სულის მოსახსენიებლად  და ეს დღე  უცვლელ დღესასწაულად დამკვიდრებულიყო ჩვენს სოფელში . . .
-	რატომ მაინც და მაინც 22  ივნისს მამაო? - მოურიდებლად ჩავეძიე წმინდა მამას . . .
-	მე გეტყვი, რადგან ეს დღე ყველაზე გრძელია წლის განმავლობაში და ღამე კი ყველაზე მოკლე. ნათელი სჭარმობს სიბნელეს - მომიგო მოლამ.
-	ბოდიშით, მაგრამ ხანდახან ოცდა ორ ივნისსა უფრო გრძელი დღე და ხან ოცდა სამ ივნისს, ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეთ?
-	ჭაბუკო სწორად დასვი შეკითხვა და მე გიპასუხებ,  ოცდაორ რიცხვშია ბუნიაობა, დიდი დღე, მაშინ მთელი დღე გასტანს ღვთისმსახურება და შუა ღამის ჟამს ლიტანიობა გაიმართება და მთელი ღამეს გასტანს - მიპასუხა მამაომ 
-	კი მაგრამ, ბოდიშით, რომ საუბარში შემოგეჭერით, მაინტერესებს და იქნებ მიპასუხოთ. თავკვეთურაზე ქრისტიანები ქრისტიანობისთვის ეწამნენ და  . . .
-	მაშინ მე რა შუაში ვარ? - სიტყვა გამაწყვეტინა მოლამ.
-	დიახ . . .
-	გეტყვი ჭაბუკო, ყურადღებით მომისმინე და შეეცადე სწორად გაიგო, თუ შეკითხვა დაგებადება პასუხსაც გაგცემ. მისმინე, ჩვენ ქართველი მუსულმანები ნებით თუ უნებლიედ ქართველთა სიცოცხლის მსხვერპლშეწირვის ფასად ვიქმენიდ იმათ რაც ვართ. ჩვენი წინაპრები ქრისტიანები იყვნენ და ჩვენ პატივს ვცემთ მათ ხსოვნას, ნუ იფიქრებ თითქოს ჩვენ მამა-პაპის საფლავს „ვხნავდეთ“ და იქ სხვა „ყვავილს“ ვახარებდეთ. რთულია ყველაფერი აგიხსნა . . . ხმალს როცა იქნევდა ქართველი მეორე ხელში ფარი ეპყრა, რომ  მეორე მტრის მიერ მოქნეული  მახვილი მოეგერიებინა, მე არ განვეკუთნები იმ მოძღვართა რიცხვს ვისაც აქ ქრისტიანებზე აღმატებულნი სურთ რომ  ვიყვნენ და ან თუნდაც სალოცავის სიჭარბით მოვიწონოთ თავი, რადგან მორწმუნე სახლში და კარშიც მორწმუნეა და ამას ვერავინ წაართმევს. ჩვენ ქართველი მუსულმანები  ერთგვარი „ფარი“ ვართ ქრისტიანული საქართველოსთვის, ვიცი არ დამიჯერებ, მაგრამ გეტყვი, ჩვენ მართლა გვძალმიძს „სხვა“ მოქნეული „ხმლისგან“ ფარად ავეფაროთ ამ ჯვარცმულ მიწას. ნურც ქართველობაში შემეჯიბრები მეგობარო . . .
სიტყვა აღარ გაგრძელმა მოლამ . . .
-	ჩემო სულიერო შვილებო ეხლა კი ნამდვილად არ ვნანობ, რომ მოგიწვიეთ ჩვენს სერობაზე. ვერ დავიშლებით ჯერ  . . . სანთლები ავანთოთ . . . აქ მტრის მიერ მოკვდინებულ ქართველთა სულებს ლოცვა წაუკითხოთ. რაც შეეხება ჩვენი სოფლის ახალგაზრდათა თხოვნას, მე  დამოუკიდებლად ასეთ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ, უნდა დავეკითხო . . . - ბრძანა მამაომ
-	მეც უნდა დავეკითხო, მაქვს თუ არა უფლება, რომ თქვენთან ერთად პატივი მივაგო „იმათ“ სულებს . . . - ბრძანამ მოლამ
მერე მამაომ ლოცვა დაიწყო, იქ მყოფთაგან რამდენიმე მამაოს ამოუდგა გვერდში და „დაუჯდომელი“ ლოცვის აღვლენა დაიწყეს, ხოლო მოლა და კიდევ რამდენიმე კაცი ოდნავ განზე გადგნენ და ჩუმად ბუტბუტებდნენ . . . ალბათ მუსულმანურ ლოცვას . . .
ერთი ახალგაზრდა მოგვიახლოვდა და მორიდებით გვითხრა:
-	ბიჭებო, მეტს აღარ დაგაყოვნებ, ბოდიშით, რომ ქეიფი ჩვენს გამო შეწყვიტეთ . . .
მივხვდი რომ უნდა დაგვეტოვებინა იქაურობა. ფანრების და ჩირაღდნების სინათლის „აისი“ დაეცა აჭარისწყლის „შევერცხლილ“ ტალღებს. სოფლის ახალგაზრდობა მოდიოდა და  . . .და ჩვენ უნდა წავსულიყავით, მაგრამ რატომ? ან რატომ მიგვიწვიეს ან რატომ გამოგვისტუმრეს? პასუხი არ მქონდა და . . . ეს ამბავი უნდა მეამბნა მხოლოდ? ვინ იცის . . . 
მეორე დღეს ისევ შევიკრიბეთ ძმაკაცები და ისევ იმ ადგილისკენ გავსწიეთ,  სადაც ის „იდუმალი“ სერობა გაიმართა. იქ უკვე არავინ აღარ დაგვხვედრია, მხოლოდ წრეში მოლაგებული ლოდები და შუაში, ქვებში მყარად ჩასმული ხის მოზრდილი ჯვარი დაგვხვდა. სანთლების ნამწვავები ეტყობოდა ქვებს . . .
-	ეტყობა ნიში აღიმართება აქ - მითხრა ჯონდომ.
-	კი მაგრამ, ქრისტიანულ სალოცავზე მუსლიმი როგორ ილოცებს? - გამიკვირდა მე
-	გიორგი, არ გამოვრიცხავ რომ პატარა სამლოცველოც აშენდეს და ალბათ „თავკვეთურობას“ ან როგორც მათ თქვეს „ჟამთგასაყარის“ დღეობას დააწესებენ სოფლელები.
-	რა საინტერესოა, ნეტავ „ისინი“ როგორ იგლოვებენ? - დუნედ ვთქვი მე.
-	არ ვიცი, მხოლოდ იმას გეტყვი, რომ შეიძლება ქართველთა ერთობის და ურყევი ერთიანობის, მიუხდავად რელიგიური შეხედულებებისა საძირკველი აქ ჩიყაროს . . . - თქვა დიმამ.
-	ვინ იცის, ვინ იცის, ვინ იცის . . . - ვთქვი და წასასვლელად მოვემზადე.
-	გიორგი, ამ ამბავზე დაწერ რაიმეს? -მკითხა დიმამ
-	კარგი ისტორიაა, კარგ მოთხრობას „ავაწყობ“, ცოტა ფანტაზია, ცოტაც რეალობა და მოთხრობაც მზად იქნება - ვთქვი და გაუღიმე მეგობარს.
-	ძმურად არაფერი არ მიამატო, ისე დაწერე როგორც იყო, დღეს ოცდა ორი ივნისია . . . ვინ იცის იქნებ დღესაც მოვიდნენ აქ სალოცავად, წამოვიდეთ? - შეგვეკითხა ჯონდო.
-	რატომაც არა - სიხარულით დავეთანხმე  მე
დავთქვით, ღამის თერთმეტ საათზე  შევკრებილიყავით და ჩემი მანქანით უნდა წამოვსულიყავით.
 „იქ“ მთელი სოფელი გამოსულიყო, ოღონდ აშკარად ეტყობოდა რელიგიური „დაშორიშორება“. ქრისტიანები აღმოსავლეთით იდგნენ და დასავლეთს გაჰყურებდნენ, მუსულმანები კი დასავლეთ მხარეს იდგნენ და აღმოსავლეთისკენ მიექციათ სახე. უნებურად ქრისტიანთა სიმრავლეს მივაქციე ყურადღება, ბევრნი ვიყავით, ბევრად მეტი ვიდრე „ისინი“, მაგრამ იცით რამ გამაოცა? ხალხი ერთმანეთს ლოცვაში ხელს არ უშლიდა. ღამის თორმეტმა საათმაც დაჰკრა, სასმისები ასწიეს ქრისტიანებმა, სასმისები ასწიეს მუსულმანებმაც. ჩვენებური წესისამებრ ღვინო აბკურეს მიწაზე ჯვარსახოვნად და ქრისტიანობისთვის შეწირულების სადღეგრძელეო შესვეს „რამეთუ მოკვდინება მათი იქმნა არა ნებისათ უზენაესისა არამედ მტრისგან, სურვილისა და ნდომისა წინაღამდეგ მათისა აღხოცვად  რჯულისა ჩვენისა ქრისტიანობისა მათზედ . . .“  კიდევ ბევრი ითქვა სათქმელი, მხოლოდ ეგ იყო, რომ უმეტესი სიტყვათაგანი ვერ აღწევდა ჩემამდე. დავამატებ, რომ ეს სადღეგრძელო ყველამ შესავა, ქრისტიანმაც და მუსულმანმაც. რაღაც მიკვირდა, არა, კი არ მიკვირდა მაოცებდა . . .ეს ყველაფერი მაოცებდა  . . .             
აფორიაქებული დავბრუნდი სახლში, ვანალიზებდი მომხდარს, კიდევ იმას რაც გავიგონე და რასაც ყური მოვკარი. დღეს ოცდა სამი ივნისია, შუა ღამე  . . . მე მხოლოდ მაცნე უნდა ვიყო? იყოს ნება მათი . . .  ერთგული კალამი მორჩილად ელოდება როდის „მიუზღავდი“ ყველაფრის ამტან ფურცლებს თავსგადახდენილი ამბის თხრობის „განაჩენს“ . . .  
მოთხრობას კი ასე დავარქვი „ ჟამთგასაყარი ანუ „თავკვეთურობა“.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი