პური ჩვენი არსობისა

აივანზე სიგარეტს ვაბოლებ. ყავა ცოტა ხნის წინ ამოვწრუპე და რატომღაც მთვარეს მივაშტერდი, რაღაცნაირი მიკნავლებულია. ნისლში თუ ღრუბელშია გახვეული, მკრთალად მოჩანს, როგორც ქალის მკერდი გამჭვირვალე პენუარიდან.