წვიმს

წვიმს,გარეთ წვეთები ისევ თამაშობს,
ჩემი ფიქრები თან მისდევს წვეთებს,
მოგონებები სადღაც კვლავ ხარობს
ამ წვიმის წვეთით ვაშენებ კედლებს.

წვიმს...გარეთ წვეთები ისევ თამაშობს,
აფორიაქდა კვალავ წვიმის წვეთი,
ყურში ჩამესმის მისი დუდუნი,
და ვითვლი ისევ ათას ას ერთი.

წვიმს...გარეთ წვეთები ისევ თამაშობს,
წვიმას თან ახლავს ახლა დარდები,
ფიქრი წვეთებად ისევ იქცევა,
ჩამოვაფარე ფანჯრებს ფარდები.

წვიმს..რა რთულია მელანქოლია,
გაყინულ მიწას კვლავ ალღვობს წვეთი,
წვიმს ისევ ისევ აუჩქარებლად,
თითქოს ცრემლებად ვიხილე ღმერთი.

ავტ: გ.იაკობაშვილი