იმედი


მე შენში ვხედავ ჩემსას,
შენ კი დაეძებ ნამდვილს,
დიახ,მე მე ვარ, შენ შენ ხარ,
რატომ ვერ ხედავ ადგილს?

როგორ რთულია ყოფნა,
არყოფნას როცა ეძებ,
როგორ რთულია თრობა,
სასწაული რომ მოხდეს.

არ შეიძლება გწამდეს,
რომ ვერ ვიქნებით ერთად,
უნდა იწამო ერთი,
სასწაულებიც ხდება.

დაუშრეტელი გრძნობა,
ლექი არ ყოფნის სათქმელს,
და რეალობას ჩუმად,
მე არ დავუშვებ ფარდებს.

გავაფერადებთ ირგვლივ,
რაც კი ტრიალებს ცხადში,
და რაც არ უნდა მოხდეს
შენც ეს შეუშვი თავში!!!

გ.იაკობაშვილი
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი