ღმერთო უღმერთობის


,,ღმერთო უღმერთობის"

ღმერთო უღმერთობის დადგა შემოდგომა,
ღმერთო სიჭაბუკის წლები გაიპარა,
ისევ ჩამოთოვა გულში სიმარტოვემ,
და ეს დედამიწაც სევდით დაიფარა.

ყოველ დღეს ღამე მოჰყვება ბნელი,
ყოველ ბნელ ღამეს ნათელი დილა
და ღმერთო შენ კი აგრძელებ სიკვდილს,
როცა უსუსურს საყვარლად გვძინავს.

სევდანარევი,აცრემლებული,
ჩუმად ხელს ვუსმევ დაორთქლილ შუშებს,
შენ კი კვლავ წევხარ მიცვალებული,
ისევ ცრემლებით გისველებ ტუჩებს...

ვცდილობ გაგითბო ცივი ხელები,
რომელიც ადრე ასე მათბობდა,
ნეტავ იცოდე ეხლა რას ვნატრობ,
როგორ არ მინდა შენი დათმობა.

ვყვირი სიმწრისგან გაგიჟებული,
თვალებს გიკოცნი ბნელით დაფარულს,
მაგრამ სიკვდილმა უკვე გაგწირა,
ვეღარ გაცოცხლებ უკვე დაკარგულს.

მე დამრჩა შენგან შავი წყვდიადი,
მე სულ თან დამდევს შენი აჩრდილი,
მეც ასე სიკვდილს დავემონები,
გარდაცვალება არის ადვილი.

აუღელვებლივ გამოვკრავ ჩახმახს,
კვამლი გახეთქავს სხეულში ძარღვებს,
სულს განჳუტევებ და სიკვდილის წინ,
შენს ლამაზ სხეულს შემოვხვევ მკლავებს....

გ.იაკობაშვილი
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი