დავიღალე


,,დავიღალე"

დავიღალე,აღარ გეტყვი,
სიყვარულზე არც ერთ ფრაზას,
ვიცი გრძნობა კვლავ დამტანჯავს,
და ამირევს ისეც თავგზას.

დავიღალე,აღარ გეტყვი
როგორ ძლიერ მახრჩობს სევდა,
და თუ ტკივილს ვიმსახურებ,
ალბათ...ესეც დამებედა.

დავიღალე,აღარ გეტყვი
როგორ მახრჩობს იმის შური
ვისაც სითბოს უნაწილებ
მე კი კვლავ ვარ დაჩაგრული.

დავიღალე,აღარ გეტყვი
მომენატრე ერთხელ გეთქვა
და იმასაც აღარ გეტყვი,
ჩემი ღმერთი როგორ გერქვა.

გ.იაკობაშვილი
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი