0 30

გამაწბილეს


,,გამაწბილეს"

გამაწბილეს მერამდენედ გამაწბილეს,
მკერდში დანა მერამდენედ გააწვდინეს,
მერამდენედ მაიძულეს მეთქვა ფიცი,
მაგრამ ფიცის რომ აღარ მწამს ეგ კი ვიცი.

მერამდენედ გამიტარეს გულში დანა,
ვერ შევძელი ამ ტკივილის გადატანა,
შემიმოკლეს მე სავალი ფართო გზები,
და მომაჭრეს საოცნებო ჩემი ფრთები.

გულში სევდის კვლავ გაისმა აკორდი,
მის სმენაში გრძნობებითაც გავკოტრდი,
კვლავ ჩავფიქრდი მებრძოლება მტარვალი,
და ტკივილი შევიგრძენი მრავალი.

კვლავ ვახურებ შავი კვამლით ბებერ ტუჩებს,
და მივყვები გაყინული,შავ-თეთრ ქუჩებს,
ვერ ვიპოვე ჩემი გეზი და კვალი,
ვცოცხლობ მაგრამ არის გარდამავალი...

გ.იაკობაშვილი
კომენტარები (0)