ეპოქალური ღამე


ემოციით დატვირთულმა მთვარემ
შური იგრძნო დედამიწის მიმართ
მარსის გვერდზე იუპიტერს ანთხევს 
მაშინ როცა დანარჩენებს სძინავთ

ვარსკვლავებმაც მას აუბეს მხარი
მთვარეს უკან დაულაგდნენ მწკრივად
ერთი სიტყვა მეორესთვის არის
იაზრებენ აზრებს მრავალმხრივად

დაირაზმნენ და გაუდგნენ მიწას
რომ დაამხონ დედამიწის არსი
დედამიწას შეშინებულს სძინავს
გააძევეს მოღალატე მარსი 

ციდან მოდის ვარსკვალვების წვიმა
ეტლით მოჰყავთ ოქროსფერი მთვარე
მარსს მოათრევს როგორც მონას რიმა 
მანაც დაიჭირა აჯანყების მხარე

დედამიწის აღსასრული დგება
არც ველოდი მე უკეთეს რამეს
მთვარემ შურით მიაღწია მიზანს
დღეს ვიხილავთ  ეპოქალურ ღამეს
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი