0 192

განა მთვრალი


არ ამიხდება ოცნება მისით
ჩემს ცხოვრებას რომ წიხლი ვაჭირო,
და იმ ყველაფერს გავირჩევ დღისით
რა არ ყოფილა გუშინ საჭირო.

თავბრუ დახვეულს ათასი რამით,
მეტ პრობლემებს რომ თანდათან გიქმნით
ყოველ საღამოს ნაბეჭდი სახით, 
დარდებს ვიქარწყლებ ლექსებზე ფიქრით.

რა დამრჩენია ამ ქვეყანაზე 
რისთვის გავჩნდი  ან რისთვის მოვედი,
დედამიწაზე ხეიტალს ვიწყებ
შენ კი გჯეროდა, რამეს ვტოვებდი.

უსაქმურობის პიკში ვარ ეხლა
მეკი სიმდიდრეს ვიძენ მგონია,
თურმე ოცნებას ვკუჭავ ნელნელა
თან ეს ოხერი მელანქოლია.

ვის არ ქონია? ვის არ უნახავს?
ვისთვის არ მითქვამს რაც სათქმელია,
მე ლექსის წერას ისე განვიცდი 
როგორც მოვლენილს განსაცდელია.

მე ამ ქვეყანას დავრჩი პოეტი, 
პოეტი არა , როგორც მწერალი,
ჩემთვის ღვინოა მუზა წერაში
ღვინის შუშაში დანამტვერალი.

ჩემთვის სიწმინდე არის კალამი
ოცნება ჩემი მთვარეა მისი,
ყოველ ბინდბუნდში ზეცას სალამი
უშენობის ვარ მე მართლაც ღირსი.

სამყაროს ვხატავ მრავალ ფერებში
როგორც პიკასო, როგორც დავინჩი,
შენ კი აღმიქვავ როგორც მასხარას
წითელი ცხვირიც არ მაქვს რა ვიცი.

განვიცდი დღემდე მე მარტოობას
თუმცა მარტო ვარ უკეთ მგონია,
შენ კი მთვარესთან აბავ რომანებს
მე პაემანი სულ არ მქონია.

რაა საჭირო ფიქრისთვის მართლა
და არა საჭირო ცხოვრებას ვიქმნი
დედამიწაზე ხეტიალს არა
შენთვის კომფორტულ  გარემოს გიქმნი.

არ ამიხდება ოცნება მისით
ჩემს ცხოვრებას რომ წიხლი ვაჭირო,
და გავიხსენებ ყველაფერს დღისით
რა იქნებოდა  შენთვის საჭირო.
კომენტარები (0)