დავიგვიანე, ფრთებით -

დავაგვიანე, ფრთებით -
ბაღებში სევდას ეძალებიან,
ჩემს ფიქრებში, ჩვენ ალბათ ისევე ვხვდებით
როგორც წარსულში, თან ეს ფიქრებიც მებრალებიან.
უთაღო ზეცას, გავუყინავ ვენებში გრძნობებს
ერთი გაფრენაც მაცალე და მერე მე ვიცი,
ხელი მომეცი უსასრულო სივრცის იმ ნოტებს
გაგიჟებას გაგაცნობ და მერე შევიცვლი
აზრებს, უკიდურს და უარაფროს
ცაში ატყორცნილს,
გაგანდობ სურნელს ყვავილის,
უხილავ ანტონცინს.
სერაფიმების გარშემო უფეხო ვალსით
დაგღლი და მერე სიყვარულით ტუჩთან გაკოცებ,
მინდვრის საწოლში ვნებებს წუთებად დავცლით,
და მერე, და მერე კვლავ გამაოცებ.
დავაგვიანე, ფრთებით -
შენთან ნოემბრის თვეში,
ბაღებში სადაც სინანულს დროება გასდით,
ბარდიურებზე ჩამომჯდარს ცა მესხმის თქეშით
წვიმებს, რომელსაც შენი სურნელი საოცრად ასდით.
დავიგვიანე ბაღებში სადაც სევდას ეძალებიან
დავიგვიანე ფრთებით, საფასურს გეტყვით,
აქ უშედეგოდ, წვიმებს ემალებიან
წვიმებს რომელსაც ჩვენ ოდესღაც ვხდებოდით ცეკვით.