გალეშილი


ღამით სადმე თუ მნახავ შეშინებულს 
ნერვებს აყოლილს და გალეშილს,
ხიდის კიდიზე ბოლო წამებს რომ ვითვლი 
და თვალებით გარემოს ვაბინძურებ შეშლილს.
აწეულ გორაზე ამაყი ტაძრის გუმბათს შევხედავ
და მასზე იმედის მომცემ ჯვარს, 
რომელიც არც კი მიყურებს არც კი მამჩნევს
თითქოსდა როგორც ადამიანნი ჩემზე იყრის ისიც ჯავრს
ცისკენ ახედვაც არ მინდა მათთი ამაყი სახის დანახვა, 
მთვარის უკან ამომალულ უკვდავებს განა არ ესმით ? 
უბრალოდ არ უნდათ რომ თავი შეიწუხონ ჩვენი
მოკვდავის წუხილით ცრემლით და სევდით .
მე ისევ დავმარცხდი, ისევ მომკლეს,
ცხოვრებაში მაჯობეს, დამჩაგრეს, 
ოცდაერთ წელსაც არ მივახლოებულვარ 
და უკვე დამმარხეს, გადამიარეს ჩამაქრეს. 
მე განა იმაზე ვღელავ ხვალ ვიქნები თუ არა
ჯანდაბამდეც წავსულვარ მეც და ჩემი სურვილიც,
უბრალოდ ხვალ ვინ იდგება ხიდის კიდესთან
და ენდომება მოიკლას აუტანელი ბოლო წყურვილიც.
განა რას ვაშავებდით ჩვენთვის არ ვცხოვრობდით? 
ჩვენთვის ვარსებობდით როგორც ჭიები
ჩემს ეზოში არასდროს გამოჩენილა არ ყვავილობდა 
ვარდები ტიტიები ქრიზანთემები იები.
დავბადებულვართ ქვესკნელში უმზეოდ 
გავზრდილვარ და მიცხოვრია უმზეოდ,
ვარსებოდი მტკიოდა მციოდა უმზეოდ
მაგრამ თავს არ ვგრძნობდი არასდროს უმწეოდ. 
მციოდა, მტკიოდა, მაწუხებდა, ვიტანდი,
ვმარცხდებოდი, ვგიჟდებოდი, ვტიროდი,
ვდგებოდი ვაგრძელებდი გზას
მაფიქრებდა ოცნებები ვფიქრობდი. 
განა ეს უემოციობის ბრალია სად წავიღეთ სიკეთე 
რომელ ვერცხლში გავცვალეთ?
სად და რამდენჯერ დავკარგეთ?
ნამუსის ფიალა რამდენჯერ დავცალეთ?
ვიპარავდი, ვკლავდი, ვლოთობდი,
ვშფოთავდი, განვიკითხავდი
ისე ვიღებდი ის ვიტაცებდი 
არ ვიკითხავდი. 
შევიშალე რაგასაკვირია და გავგიჟდი
აბა თავს ვინ მოიკლავს ხიდიდან?
რომლის სიმაღლეც ორი მეტრია
ვერ ვრისკავ გადახტომას უფრო დიდიდან, სიმაღლის მეშინია.
ჩემს ცხოვრებაში ერთადერთხელ გამოჩნდა მზე
როდესაც შენ ხელმეორედ შემიყვარდი,
უეცრად და გაუაზრებლად
ვფიქრობდი დღეზე როცა პერანგს შენ შემიკრავდი.
მაგრამ როგორც ყოველთვის აქაც მიშლიდნენ ხელს
ან ვერ გავიგე რითი მოგხიბლე? რითი გიკადრე?
ყოველდღე ლექსები გიწერე სტროფები გიძღვენი
მოკლად თავი გიყადრე .
რატომ უნდა შეგყვარებოდი შენ მე? 
შენ თვით პრინცესა დედოფალივით ამაყი
შენთვის ყოველდღე სიახლე, 
ჩემთვის ნობათის არაყი .
დაღლილი ვარ მართალია 
და არც სინათლე აღარ მაქვს,
არც თავის მოკვლას ვაპირებ
უბრალოდ ყურადღება გადამაქვს. 
ყოველ ღამე შავბნელ ქუჩებში დავხეტიალებ
იცით მომწონს უხალხო ქალაქის სიმარტოვე,
სიჩუმეა სიმშვიდე სიყალბე არ სუფევს
თქვენს გარეშე ყველაფერია სიმარტივე .
დავიღალე მართალია მაგრამ ვწერ
იქამდე დავწერ სანამ არ მომბეზრდება და მერე მართლაც მოვიკლავ თავს, 
რადგან ჩემი ფიქრები და აზრებიღა შემრჩა ღირებული
და წერის გარეშე მართლაც ვემგვანები უპატრონო კრავს.
უკვე მერამდენე წელია წყალმა წამიღო 
ვეჭიდები ისედაც სასცილო ხავსს,
დღევანდელი სიცოცხლე ღმერთო 
სიკვდილს რატომ გავს?
ღამით სადმე თუ მნახავ შეშინებულს 
ნერვებს აყოლილს და გალეშილს,
ხიდის კიდიზე ბოლო წამებს რომ ვითვლი 
და თვალებით გარემოს ვაბინძურებ შეშლილს .
ვყოყმანობ და ვფიქრობ გადავხტე თუ არა 
თან შევაღო ჯოჯოხეთის კარი,
ძალიან გთხოვ არ დაფიქრდე ღმერთო !!!
მოდი მოდი ხელი მკარი .
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი