ზღვის ნაპირას

გულის გაჩერება ბოლო ყვირილამდე
ჩემში ჩავარდნილან შავი ლაქებია,
შენი ღიმილიდან მისვლა ტირილამდე
ეს ჩრდილებიც სადღაც გაქრებიან.

პირველ ამოსუნთქვის ბოლო ჩასუნთქვამდე
გეტყვი მიყვარხარ და სიკვდილს გავაგრძელებ
სიტყვას საიდუმლოდ ღმერთს რომ აღუთქვამდე,
მე ამ უაზრობას უფრო გავავრცელებ.

შენში განმამცვიფრებს სევდა ეს ბავშვური
ლაღი თვალებიდან მისი ამოკითხვა 
გულში ჩაკლული და ფიქრებ დაზაფრული
შენი სახლის კართან ღამით ჩამოკითხვა. 

წამო ზღვის ნაპირას ისე რომ გადავრჩეთ
ვარსკვლავები ჩვენით მართლაც ნაკლულია ,
ნიჟარებით წარსულს გადავარჩევთ 
წამო წყენა ჩემში ჩაკლულია.

ღამით სევდას მომგვრის ჩემი გაგიჟება
ვარსკვლავთ საბანი და მათი თანრიგები,
შენთან მიდევს ღმერთო გარიგება
მახსენდება მსგავსი თარიღები.

ჩემზე წევხარ ფეთქვას არტერია 
ეს კენჭებიც რბილად მეჩვენება,
შენი სიყვარულის მე ვარ ბაქტერია
მთვარეც ნაზად ტალღებს ეფერება.

მზის ამოსვლას მკაცრად ველოდებით
თვალი წამით ლამობს დასვენებას,
ტალღებს საერთოდ არ ვეცოდებით
ყოველ ამოსუნთქვას მოსდევს დასველება.

სიცივით და სითბოს გამეტებით
მკლავში გიხვევ ეჭვიანობს აპათია,
ამ სამყაროს უკვე არ ვეტევით
მთვარემ ჩვენზე ფიქრში გაათია.

მზეც გამოჩნდა ლაღი იმედებით
სევდაც უკვე მაგრად "მახატია",
გუშინ ერთმანეთს რომ ვიმეტებდით
დღეს უბრალოდ ცუდი ნახატია.

პირველ ამოსუნთქვის ბოლო წუთებამდე,
და იქამდე სანამ წავალ....
სიყვარული იზომება ყურებამდე,
დღეს კი ყურებს აღარ ვმალავ.