0 53

ნიკალა


წვიმიან  ამინდს, დატბორილ ქუჩებს  თავს ვაფარებ ნიკალას  კიბის
ქვეშ,
ხელის კანკალით ბოთლს  ვახებ ტუჩებს, ღმერთებმა დღესაც
მირისხვეს.
ნაკლული რწმენით, ჩათვლიმა ნიკალას და მეც მიმიწევს 
გული ძილისკენ,
ჭექაქუხილობს ამინდიც მიტევს, თვლემა გადავდე 
დილისკენ.
ჭერიდან მაწვიმს, ტილოებს ვრისკავ ნიკალას ტანზე 
ვაფარებ,
ბოთლს ისევ ისე, ქვევიდან ზევით პირისკენ ტუჩებს 
ვაპარებ.
ნიკალას სძინავს, ჭერიდან წვეთავს ჩემი სიცოცხლე 
ნაწვალი,
სანთელი ღვენთავს, სასმელიც ქრება უცაბედობის 
მარცვალი.
ღმერთები ბჭობენ, ხარხარი მესმის მათი მზაკვრული 
გეგმები,
ნიკალას სძინავს ნიკალავ გესმის ? ნიაღვარს მოჰყავს 
გემები.
ვაითუ გადავრჩი, ვაითუ დავბერდი და მეც გამიჩნდა 
ჭაღარა,
ბოთლს ისევ ისე, ქვევიდან ზევით და ისევ ტუჩებმა 
მახარა.
კრიშები დუმან,  ძაღლები ყეფენ, შენობებს გაუჩნდათ 
ბზარები,
ნიკალავ გღვიძავს ? ნიკალავ მეტყვი? შუაღამისას რატომ 
რეკავენ ზარები.
ვაი თუ ვკვდები ნაოჭის გარეშე სულ ახალბედა
ნორჩი,
ღმერთებო გეყოთ ღრუბელო ნუ წვიმ შეწყვიტე ზეცავ 
მორჩი.
ჭექაქუხილობს და ისევ ისე და ისევ ისე უმატებს 
წვიმას,
ჭერიდან წვეთავს წვეთები რიტმულად და მეც ნელნელა 
მთვლიმავს.
მტკვარი ადიდა და მოუყვება დატბორილ 
ქუჩებს, 
მე ისევ ისე, ზევიდან ქვევით დარდებს მივადებ 
ტუჩებს.
ჭექაქუხილობს და ისევ ისე და ისევ ისე ზეცა ანათებს 
ბზინავს
მე კი ჩამთვლიმა, ვაი თუ მოვკვდე კიბის ქვეშ ჩემს ცხედარს ნიკალასავით სძინავს !
კომენტარები (0)