გადაგიგვარდი

არ შემყვარებიხარ, უბრალოდ გადამიყვარდი
მე უშენობას გავუტიე სტროფების ნება,
არ დამვიწყებიხარ, უბრალოდ გადაგიგვარდი
გადახსნილი მაქვს არტერიების მუზათა ვნება.

მე არ შევშლილვარ, უბრალოდ გამიჩალიჩეს
და ეს ცხოვრებაც არ ავირჩიე მარადიულად,
ხელფეხ შეკრული ოდესღაც ღამით ამიშვეს
და იმის მერე ასე დავძრწივარ მაროდიურად.

მარტოდ მარტო ვარ ტირიფებს შორის დამდგარა ზეცა, 
და ეს ოხერი მთვარეც აღარ ტრიალებს
ღრუბლების მიღმა შენი სახელი გადაიცრეცა,
და უშენობას, გული ასე რატომ ღრიალებს.

თითქოს მე მომწყდა  სულის დიდი ნაწილი
და ამ უცნაურ სივრცეს ვერ ვავსებ ვერა
მე შენი დაკარგვის მიმიძღვის  თითქოს ბრმა წილი
მაგრამ, თავს არ ვცნობ დამაშავეთ, რაში ვარ ნეტა ?

მე უფულობას არ ვუჩივი და არც მაღელვებს
და არც გოგოებს გამოვიცვლი წყება და წყება,
ეს ცხოვრება ასე უაზროდ  რატომ მახელებს
ზღვათა მოტანილ ამბავს, უგულოდ რატომ მიყვევბა.

თავი მოვიკლა გალაკტიონის არ მცხია ბედის
და არც სიკვდილის მიჯნურობა მე არ მწადია,
მთვარის სიმშვიდე არ მაგიჟებს, არც შავი გედის
სიკვდილისთვის ჯერ ადრეა თანაც გრანდია.

არ შემყვარებიხარ, უბრალოდ გადამიყვარდი
და უშენობას კალმების დავიწყე ცვეთა
არ დამვიწყებიხარ, უბრალოდ გადაგიგვარდი
მე დამნაშევა არ ვიცი, რაში ვარ ნეტა?