შენი სურათები


დაგლეჯილ კედელზე აკრული შენი სურთებით
ჭრელი მაისურით მე და ოთახი ერთმანეთს ვუმკლავდებით, 
სკამზე დაწყობილი ჭუჭყიანი ტანსაცმლის გორებივით,
ჩემი წარსული მახსენდება და მეზეზღებით ღორებივით. 
შენს ფოტოს ვუყურებ, მარცხენა ფეხზე გახეული წინდით 
ვმშვიდდები და თავს მოვუწოდებ ტარაკნის მოკვლას წიგნით.
ვაპირებ მერამდენედ ოთახის ყოველდღე დალაგებას
მაგრამ ჯერაც ვერ მივხვდი მის სტრუქტურულ განლაგებას,
ფანჯრის რაფაზე მტვრიანი რემარკის შაგრენის ტყავით
ჩამსხვრეულ მინას ვაკრავ სიცივეს ვემალები ამით. 
დიდიხანია ჩემი ოთახის ბოლო მეზობელი ნამუსიც გამექცა
ასე უნამუსოდ, თვალებში სისხლი და ცხოვრება ჩამექცა.
მეორე კვირაა ჩემს ოთახში შუქი მხოლოდ დღისით შემოდის
გაზის ინკასატორს ვემალები არ ეზარება ყოველდღე მოდის, 
გადასახდელია თითქმის ცხრა თვის დავალიანება, 
მეზობლებიც მიჩივიან ბრალი შემდეგია, საცხოვრებლის დანაგვიანება......
ასე უბრალოდ და გასაოცრად სიკვდილისკენ მივილტვი
თაგვისთვის ხაფანგზე დაგებული ყველი გუშინ წინ
საუზმეზე ჩაისთან მივირთვი, 
ვუჩივი გაციებას სქოლიოზს და რათქმაუნდა მთავრობას, ესეც გავაბუქე,
ტელევიზორისთვის რამდენიხანია არ მიყურებია, ლომბარდში გავაჩუქე
კედლეზე დახეული შპალერი ასე შელახული მენანება
მასზე დაკიდებულ სარკეში ვიხედები, ჩემი ანარეკლი მაშინვე მემალება .
შიმშილს წუწუნის გარეშე, მუცლის ხმაურთან ერთად ვიტან,
თხუთმეტი კილო მოვიკელი, ქამარს უკვე მეოთხედ ვხვრიტავ.
დაგლეჯილ კედელზე აკრული შენი სურათებით 
მე და ჩემი ორეული მარტოობას გაჭირვებით ვუმკლავდებით
ერთ მუშტად შეკრული და საოცარი გუნდი ვართ 
ამ სიკვდილსაც დავავიწყდით მგონი აღარ ვუნდივართ.
ჩემი ოთახი უჩვეულო მშვიდი აურით კედლებზე დამტვერილი შენი სურათებით
როგორც იქნა  მომაკითხეს , ორეული მაკვირდება ყურადღებით !
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი