საუბარი

თუ გინახავთ მთაში ბარი ?
ბარში კიდევ დიდი მთვარე
თუ გიგრძვნიათ მწარე ცრემლი?
ცრემლში კიდევ დიდი შვება

გელათში მისწავლია,ბრძენკაცებთან
ბრძენკაცთაგან სიბრძნე, განბრძობილი
სიბრძნე ნათელია საიმედო და სანდო
არ ცოდნით ვერ გამართლდები, ამინ

გაბრაზებული ბრძენი, ბრძენი არ არის
თავის დამდაბლებელი, შენგან ელის ქებას? ცრუ
ცრუ, სიცრუით ელის შვებას? ცოდნით
კაცი სიკვდილში პოვებს შვებას? არა

რა არის ბოროტება, განა არ იცი?
რატომ ვშვრებით მასში? უგუნურება, ვაჰ
რა არის მწარე და ტკბილი ? სიბრძნე
რა არის შეუცვლელი? ბრძენი არის იყო და იქნება

დამულისთვის დასჯილი, თუ გინახავთ? არა
მაშ ლაპარაკისთვის რაღად სჯიან ? არ ვიცი
არ ცოდნა სამარცხვინოა? არა მაგრამ არც საამაყოა
მე კი მაინც მრცხვენია, იცოდე რა უნდა იცოდე

ვინც ელოდება, შესაბრალია? არა,რადგან ელოდება
ვინც  აღარ არის, შესაბრალია? ცხონდა თუ წარწყმდა?
მაშ ვინღა არის შესაბრალი ? რატომ გინდა რომ შეგიბრალონ ?
არ მინდა ვკითხულობ,იკითხე წიგნი და აღარ იქნები შესაბრალი

ერთი იცოდე, წიგნების წერას ბოლო არ ექნება
ყველა წიგნის კითხვა სიბრიყვეა, მართლაც
მაშ როგორ მოვიქცეთ? იკითხე სიბრძნე, ბრძენი
ეძიებდე და ჰპოვებ, კაცო მითხარი შენ რას ეძებ ?

გაუთავებელ კამათში, სიმართლე იკარგება
კაცმა საერთოდ არ უნდა იკამათო, ბრიყვი?
თუ გზა აგებნა (არა უშავს) უკან დაბრუნდები
ხოლო თუ სიყვას იტყვი, უკან ვეღარ დაიბრუნებ

ჩვევა კარგია თუ ცუდი? რას შევადაროთ?
ჩვევა ვეფხვია ფრთიანი, დროსთან ერთად ძლიერდება
ჩვევის  დამარცხება დასაწყისში ბევრად ადვილია, ბოლოში?
ჩვევის დამძლევი გამწარებაა და მტკიცე გადაწყვეტილება?


გადავწყვიტე და ასეც ვიზამ, შენ რა გინდა?
თავს რად არ მანებებ? მწამს ერთი ღმერთი!
ეშმაკს უთხრეს, თუ დაფიქრდები ყველას სძულხარ
მე ვინღა მიყვარს? იკითხა ეშმაკმა

გააკეთე რაც შეგიძლია, სანამ გვიანი არ არის
ყველაფერს თავისი დრო აქვს, ისევე როგორც მიზეზი
რატომ დაიწყე? ყოველდღიურად უნდა გაიხსენო
ამით შეძლებ წინ სვლას, საით გაგიწევია?

კეთილი საქმის წამომწყები ნეტარია?
არა, რადგან ბოლომდე არ მიუყვანია საქმე
კაცი, რომელმაც ხე დარგო და აღარ მორწყა
სახლის შენება დაიწყო, მაგრამ არ დაასრულა

საერთოდ არ დარგვას ჯობს დარგო, მორწყვა?
საერთოდ  არ აშენებას ჯობს დაიწყო, დასრულება?
რა არის ყველაფერი სიმართლე? რაშია ის?
სიმართლე სწორედ ღვთის რწმენაშია, ამინ

რომელია ცხოვრების საუკეთესო წესი?
ჯანსაღი ცხოვრება? არაფრის დაკლება?
დროის ტარება და ღრეობა? მღვდლობა?
ცხოვრების საუკეთესო წესი წმიდა ცხოვრებაა

უქმსიტყვაობა დამღუპველია, დუმილი გერჩიოს
რატომ არის, რომ ენას ვერ აჩერებ, სიცარიელე
თუ შეგიძლია მოკლედ თქვი, თუ არადა დუმენ
თუკი რაიმე კითხვა გაწუხებს, მცოდნეს შეეკითხე

ხორცში გამაგრებული კაცი უგუნურია, წარმავალი
განვლო ხანმა და დალპა მისი სიმაგრე, დასასრულთან
საკუთარი თავის მოიმედე მოკვდავი, წარმავალია
ღვთის იმედის ქონა, ერთადერთია და ჭეშმარიტი, სარწმუნო

კრიტიკა, წუწუნი და საქმის (გამუდმებული) გადადება სულელებს ახასითებთ
რა დიდი ზიანი წუწუნში, რატომ არ დადუმდები?
ოცი თუ ორმოცი, სხვას არ ანაღვლებს შენი სატკივარი, ბრიყვო
იმის თქმით, რომ სუსტი ხარ ძლიერი ვერ გახდები, იმოქმედე

განა ყველა სახის მოქმედება, დასაფასებელია?
განა ყველა სახის მოქმედებაშია სიბრძნე?
შენს ქმედებაში სიბრძნე უნდა იყოს, ამაოება
დასაწყისში მხოლოდ მოქმედება, რათა ისწავლო, განბრძობილი

მეფეო, მესიის მახვილო, რად გაანდვე პიპას, გულისნადები?
საქართველოს ტრაგედიებს, ეყოფა კი ათასი შექსპირი?
შედეგს მიზეზები ახლავს თან, მიზანს ნაბიჯები
დრო ყველაფრის მკურნალია? ყველაფერზე და დროზე შენ რა იცი ?

ერთი იცის მითხარი, დაჭრილს დრო დარჩა თუ არა?
ესეც და ისიც ქრისტეს ნებაა, ამასაც და იმასაც უფალი წყვეტს
დაბადებამდე სად იყავი? მკვდარს ვინღა ეტყვის თუ რა მოხდება?
ვინ არის ცოცხალი ? რაღამც სუნთქავ და გული გიცემს აზროვნებ?

რას ნიშნავს უსასრულოდ დიდი? უსასრულოდ ფართოვდება?
გაფართოვება აღარ ჭირდება, რადგან უსასრულოდ დიდია? უსასრულობაა?
უსასრულობა როგორ არის თუ ფართოვდება? თუ გაფართოვება აღარ ჭირდება?
გამოდის, რომ მის გარეთაც არის რაღაც, სიცარიელე? რა არის სამყარო?

კითხვები,რომლზებზე პასუხიც არაფრის მომცემია, ჯერ თავს უშველე
რატომ ფიქრობ იმაზე, რაც არავის უთხოვია? ხოლო იმას არ ასრულებ რაც გევალება?
მითხარი ვინ არის იმ კაცზე უფრო უსაფრთხოდ, რომელსაც ღმერთი მფარველობს?
ღვთის მიერ მოძულებულ კაცს, მხოლოდ უფალი თუ იხსნის, განგებულება

ვისი შვილი ხარ? არ მიპასუხო, მაჩვენე შენი საქმეები
შენი საქმეეებით ჩანს, თუ ვინ არის მამა შენი, გული
გულში ბოროტება გაქვს? ეგ არაფერი, უსმენ თუ არა? გაიღვიძე?
ღრმა ძილის დროს, სად ხარ? ვინ ხარ? ხარ ? სიბრიყვეა, თენდება

საკუთარ თვალებს არ ვუჯერებ, ხორციელი თვალები სუსტია
მხოლოდ გარეგანს ხედავს, შინაგანს კი ვერა
სადაც, თავხედობა გაბატონდება, მხოლოდ იმაზე ზრუნავენ, რომ თქვან
კაცო, გონივრულს იტყვი, თუ სიბრიყვეს მნიშვნელობა არ აქვს? სიბრმავე

რატომ არის, რომ ადამიანები უბრუნდებიან, ცუდ ჩვევებს?
რატომ არის, რომ ძაღლი თავის ნარწყევს უბრუნდება? კაცი
ადამიანი ძაღლია? არა, ის ღვთის ხატად და მსგავსად არის შექმნილი
ქმნილი, უფალმა ღმერთმა შექმნა,კაცი პირუტყვზე რით უპირატესობს?

კაცი თავის ნაგავს უბრუნდება, ეს გასაგებია, მაგრამ ყველა?
ხომ არიან ისეთებიც, რომლებიც ერთხელ იტყვიან უარს და მორჩა?
შენ გინახავს ეგეთი კაცი? დიახ, მინახავს. არ დაკარგო, ისწავლე
მე ამას გავაკეთებ, გააკეთ, პირდაპირ იარე, გზას არ გადაუხვიო?

მიზნისკენ უნდა იმოძრაო, რაც ზედმეტია მოიშორე
რაც არ გკლავს გაძლიერებს? გააჩნია როგორ შევხედავთ
თუ ზიანი ღდგენას ექვემდებარება ასეა, მაგრამ თუ არა, არა
ზიანი, რისკი და სარგებელი, რაც უფრო დიდია რისკი მით მეტია სარგებელი?

რისკი გამართლებული უნდა იყოს, უსამართლობა შორს.
მოთმინება , მოთმინების უნარი, დიდი ძალაა, განთიადი
რა საწიროა მოთმინება? რათა შესაბამის დროს დაელოდო
დროს რისთვის? ყიდვისთვის და გაყიდვისთვის, დაწყება დასრულება

ვინც ბევრს კამათობს ბრძენია? არა , ბრიყვია
თუ იცი, რომ მართალიხარ რაღას კამათობ
გამოთქვი შენი აზრი? დუმენ, ნუ ყროყინებ
გრძელ სიტყვას მოკლე გერჩიოს, ნათელია 

მაჩვენე შენი მეგობრები და გეტყვი ვინ ხარ შენ
მისი მეგობრები არიან: ღორი, ცხენი და სპილო
ღორი იმტიომ, რომ გაუმაძღარია, არაფერი არ ყოფნის, მეტი
ცხენი იმიტომ, რომ სწრაფია გამოცვლაში,ერთგულება. 

გამოგონილი ამბებით ირთობს თავს, ადამიანი
წარმოსახვაში, მეფეა ან დედოფალი, ორში ერთი
ასე უნდა ყოფილიყო, არ უნდა ყოფილიყო, ცვლილება?
წამი განვლილია, წუთი დაკარგული, შეცვლა არ შეგიზლია, ახლა

ქაღალდის გვირგვინიც, გვირგვინია, მაგრამ აქვს კი ძალა?
ქაღალდის ვეფხვიც,ვეფხვია, მაგრამ რას დაგაკლებს?
ბრიყვსაც შეუძლია თქვას ბრძენი ვარო, მაგრამ დაბრძენდა? გაცოფდა
მშრალი ქაღალდი მარტივიად იწვის, ასევე მარტივად სველდება

თუ გინახავთ ოდესმე ღორს ეშვას ლომი? ინსტინქტუს
მაშ როგორ არის, რომ უგუნურს გონიერი ნაშიერი ყავს?
საკვირველია ფრიად, ღორი ვერ შობს ლომს, ნამდვილად
დრო კი მაინც გავა, წამი განვლილია, ადამინი

მოგონება დავიწყებას შეიცავს?
კაცს, რომელსაც ავიწყდება, დაივიწყებენ?
მას,რომელსაც სამუდამოდ დაავიწყდა?
რა არის დავიწყება? გახსენება რაღა ბედენაა?

ერთი ის მითხარი, თუ არ დამვიწყებია, გავიხსენებ?
როგორ უნდა გავიხსენო ის რაც არ დამვიწყებია?
რაც სამუდამოდ დამავიწყდა, წაიშალა, იყო და აღარ არის
ეს როგორღა უნდა გავიხსენო, რაც ჩემს დაბადებამდე მოხდა?

რაც დავიწყებას ეძლევა ადამიანთაგან, ნუთუ დასავიწყებელია?
რაც კაცმა დაივიწყა, მაგრამ ბუნებას ახსოვს, კადნიერება.
თანხვედრაშია აზრთან? მცდარია დანამატი თუ საფუძველშივეა მცდარი?
თუ შენ არ იცი, ადგები და არმცოდნეს შეეკითხები, ვირი?

მეხსიერება და მოგონება, ერთია? თუ რაიმე განსხვავებაა?
მეხსიერება შესაძლებელია გაწვრთნა, გონება? 
კაცმა დაამატა და გამოაკლო, საბოლოოდ კი ახალი ამბავი შეთხზა
კაცი გზას გაუყვა და დაავიწყდა, ეს როგორ? აღარ თენდება? დაბნელდა

ერთი გზის დასასრული, მეორეს გაგრძელებას ნიშნავს ?
რომელი გამარჯვებაა უფრო დიდებული? ჯერ ბრძოლა მაჩვენე
გამარჯვება, რომელიც გამარჯვებით სრულდება დიდებულია
საამაყო და დამარცხება? ეს ორი სიტვა ერთმანეთს არ შეესაბამება

სიბარიტობა, ნიშნავს უსაქმოდ ყოფნას
მერედა რა არის მასში კარგი? უსაქმურობა?
ნუთუ ყოველგვარი საქმიანობა სასარგებლოა?
კაცი, რომელიც სიბარიტობს, ისვენებს თუ დასჯილია?

ადამიანი სარკეში, მხოლოდ საკუთარ თავს ხედავს
ამპარტავნება?ამაოება? სიბრიყვე? რა არის ეს?
მერედა რას ხედავს კაცი სარკეში? თავად არ იცი?
სარკე სარკეა, თვალი თვალი, მაგრამ ხორციელი და გონების თვალი. ერთი არაა

მარტოობას, როდესაც შეიგრძნობს გარბის, რათა ის აღარ იგრძნოს
მისთვის სულ ერთია ვისთან მიირბენს , მთავარია მას გაექცეს
მერედა რატომ ? რადგან მარტოობაში ფიქრს იწყებს. რაღას გარბის?
გარბის იმიტომ, რომ ფიქრი მტკივნეულია მისთვის, რადგან არ ჯერა

ზეიმზე მარტო შენსას, რომ გულშემატკივრობ,სხვები გამხნევებას არ იმსახურებენ?
ისინი რა, შენთვის არავის შვილები არიან? ნუ დაიმორცხვებ თამამად
მაშინ თქვენ, რომელსაც გულშემატკივრობთ, ბრიყვის შვილია, რადგან თქვენია
ვისი შვილია? ამაზე უკვე მოგახსენეთ, მადლით შობილი ქრისტეანი

კაცი, რომელიც თავს იწამლავს, შემდეგ კი ექიმთან გარბის მიშველეო
კაცო, რად იწამლავ თავს? არ ჯობია ექიმთან აღარ გაიქცე და მოკვდე? არა
სჯობს მიხვიდე ექიმთან და შველას შეევედრო ვიდრე მოკვდე
ბრიყვი ის არის ვინც ეგუება საწამლავს და მკურნალთან  აღარ გარბის, მკვდარი

თუ გტკივა კარგია, მაგრამ არა ყოველთვის
თუ ტკივილი შეგიძლია დაამარცხო, ასეც მოიქეცი
თუ აუცილებელია გაუძლო, გაუძელი დროებით,იფიქრე
სხვის შეცდომებზე ისწავლე, საკუთარსაც სხვასავით შეხედე

დრო გინდა თუ არ გინდა გადის,რამდენი დაგრჩა არ იცი
ეს კარგად დაიხსომე ქმედება შედეგისკენ უნდა იყოს მიმართული
ზუსტი შედეგისკენ, უნდა გესმოდეს თუ სად მიდიხარ, რადგან ასეა
წინააღმდეგ  შემთხვევაში, სადღაც ნებისმიერი გზა მიგიყვანს, უკუქმედება

წარმოსახვაში არწივი, ქათამი არის, ნამდვილი
წარმოსახვაში თუ ოცნებაში? განა ეს ორი ერთი არაა?
არა! წარმოსახვა საჩუქარია, ოცნებაც ასევეა
მეცნიერებაშიც, ცუდი არაფერია, მთავარია როგორ იყენებ, ატომური ბომბი

რა დროს ლაპარაკია, საქმე ლაპარაკის ნაცვლად!
კაცო ჯერ დავილაპარაკოთ, მოვისაზროთ, არა! საქმე
ძმაო დავფიქრდეთ გავზომოთ და ავწონოთ, არა ! საქმე
ვაჰ!კარგად მეყოლეთ მაშ გააგრძელეთ თქვენი საქმე, განსჯა!

დამარცხებულს, გამარჯვებული უყვება, თუ რა როგორ მოხდა
დამარცხებულის,ბედსა და მომავალსაც გამარჯვებული წერს
მიზეზი, რის გამოც დამარცხებულები ახერხებენ იარსებონ
არის ის, რომ მხოლოდ მათზე გაიმარჯვეს, აბსოლიტუს

მარადიული დაბრუნების მითი, გზა მაინც იპოვა
ვიდეო თამაშები, ფილმები, კომიქსები, მანგები, ანიმეები, ვინ მოთვლის
წიგნების წერას ბოლო არ უჩანს და ყველა როდია სასარგებლო
კაცის გოენებას ასუსტებს  და მძიმე ჭრილობებს აყენებს

ერთი მითხარი, რა გარგო ანიმეებმა ან მანგამ მხოლოდ გონეა ამოგივსო
სხვადასხვა გაუთავებელი ისტორიებით რომელმა შეგძინა სიბრძნე?
სიშმაგე გაჩვენა? გამოუშტერებიხარ. ითამაშე თუ თამაშობ, თამაში გერჩიოს
დროის ფუჭ ფლანგვას თამაშით სჯობს განიტვირთო,მოთამაშე

იცი რა არის თმაში? თამაშს თამაშობ მხოლოდ გასართობად, მორჩა
თუ ვერ გაიგე? მოიწადინე. გადაიხადე ან ითამაშე, არჩევანი შენზეა
ეს თუ სუსტი ხარ, ხოლო თუ შეგიძლია თავი დაანებე, ამაოებაა.
სასიკვდილო ჭრილობებს აყენებენ გონებას, დაუძლურება

ფილმები,სერიალები,მანგები,ანიმეები,თამაშები,კიდევ ბევრი სხვა
რა გარგო, რომელიმეში ჩაფლობამ? მოგაცილა წიგნს,ცხოვრებას
მერედა მხოლოდ წამიერად, როდესაც  ითამაშე, თამაშზე რა ისწავლე?
თვითონ განსაჯე, თუ ასე არ არის,სისხლი რატომ გდის?

დასასრული მნიშვნელოვანია, იწყება
დასასრული ყველაზე მნიშვნელოვანია და სანატრელი, რადგან ბრძენმა თქვა
საქმის ბოლო სჯობს მის დასაწყისს, მართლაც ბოლო სჯობს
მკვდარი ცოცხალს, ხოლო ორთავეს არდაბადებული, არყოფილი,არშობილი

ჩამოთვლილთაგან ყველას კი ნეტარი კაცი, რომელმაც ისმინა ღმრთისა, ცხონდა
მადლობა ღმერთს, რომ განსრულდა ჟამი, დაიწყო წამი, რა სიწყნარეა
რა სიმშვიდეა, გამარჯვებას სჯობს გამარჯობა, მტრობას კი დამშიდობება
მასაც შია და შენც გშია, ერთი იცოდე მასაც და შენც უფალი გაპურებთ

წიგნების წერას ბოლო არ ექნება , ეს უკვე ნათქვამია, დიდება
ერთს კი ვიტყვი, რომ ეს წიგნი კეთილად დაიწერა
თუ შევცდი ანუ შევცოდე შემინდეთ, რამეთუ არ არს კაცი, მართალი
სიბრძნისმეტყველება, სიბრძე შევიყვარე ყველაზე და ყველაფერზე მეტად