რწმენით გადმოვიდა ჩემში სიყვარული ..


რწმენით გადმოვიდა ჩემში სიყვარული,
თუმცა სული ართმობს ამდენ მონატრებას მუდამ უფალია ჩემში სიყვარული,
მარტომ გავიარე სიზმრად აღსარება.

სულმა გაიარა ცოდვით ანარქია,
"ტყვია გვეფერება ობლად დარჩენილებს"
ჩვენი მეუფება ნიჭთა სამარხია,
მაგრამ ისევ აფენს ნათლად თავის იერს.

დარჩა ბოროტება მთვარის ალიონზე
დაე მარტოობამ წლები ისევ განვლო!?
არმწამს ჩაიშლება ხალხთა წვეულება,
დროის ქარიშხალმა შური ისევ დაჰყო.

ქუჩაში ვდგავარ მარტოდ ასახული,
როცა ვანუგეშებ ფიქრებს ცოდვილ მაცნეს ისევ გაიფიქრა გულმა სიყვარული,
მაგრამ აზრთა კრებას ისევ სევდა წალეკს.

ამანათს ვარქმევ ქუჩის ხელოვნებას 
ტაძრის გზაზე მდგომი რწმენით აღჭურვილი,
მოძღვარს გავუმხილე ჩემი აღსარება,
სულმა შვება ჰპოვა გრძნობით სიყვარული.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი