ღმერთო, როგორ მინდა...


ღმერთო, როგორ მინდა ისევ დაბადება,
ფუჭი ოცნებების გვერდზე გადადება,
ყველა ჩემი ცოდვის ცეცხლში გადაგდება,
გულში სიკეთის და სითბოს დამატება;

ღმერთო, როგორ მინდა ისევ დაბადება,
სითბოს, სიყვარულის, ძმობის ქადაგება,
ყველა მწუხარესთვის რწმენის გამყარება,
ყველას სიყვარული, ყველას გახარება;

ღმერთო, როგორ მინდა ისევ დაბადება,
ცრემლით, სინანულით, შენთან ღაღადება,
შენი რწმენისათვის თავის გადადება,
შენთვის სიცოცხლე და შენთვის თავდადება;

ღმერთო, როგორ მინდა შენში დაბადება...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი