დრო გააჩერეთ


წლები მიჰქრიან, როგორც ქარები
დალპა სამყარო, მიჭირს, ვისუნთქო,
დრო გააჩერეთ, გემუდარებით,
მაცალეთ, ცოტა ამოვისუნთქო;

გადავიღალე უკვე მთქნარებით,
რა ვქნა, ვიტირო თუ გავიცინო?
დრო გააჩერეთ, გემუდარებით,
მაცალეთ, ცოტა გამოვიძინო;

მოდის ბოროტი, ბასრი ბრჭყალებით,
ფრთხილად, უფალი ნუ გვავიწყდება,
დრო გააჩერეთ, გემუდარებით,
უკანასკნელი ბრძოლა იწყება...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი