ჩემი დაუვიწყარი წლები ანსამბლ შილდაში

ზაფხულის თბილი დღე იყო, ის დღე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი და დაუვიწყარი აღმოჩნდა, იმიტომ რომ იმ დღეს გავიცანი უდიდესი ადამიანი ნიკო მალასიძე, იმ დღეს პირველად დავდგი ფეხი სცენაზე, მაშინ გული სხვანაირად ფეთქავდა რაღაც ახალი იყო შეუცნობელი ჩემთვის, გრძნობა რომელიც არასდროს არ განმიცდია და რომელსაც ენით ვერ ავღწერ, მაშინ დავინახე სცენაზე მდგარი ბავშვები გოგოები რომლებიც სულ იღიმოდნენ ბიჭები კი ამაყად იდგნენ სცენაზე თითქოს არაფერი არ ხდებაო, ჩემი ძმაც იქ იყო ის წინა დღის მისული იყო და ბებომ ნიკო მასწავლებელს უამბო ჩემს შესახებ, მან კი მკითხა შენი ნებით მოხვედი თუ ვინმეს ხათრითო, (ამ კითხვას ყველა ახლად მოსულ ბავშვს უსვამდა) მე აღელვებით ვუთხარი რომ მე მსურდა ცეკვა. პირველი კონცერტიც მალევე მქონდა 2013 წლის 19 ოქტომბერს ქალაქ ყვარელში, ამ დღეს მე ცეკვის ფორმა პირველად ჩავიცვი და მაშინ განვაცნობიერე რომ მე სცენისთვის ვიყავი დაბადებული. როგორ შეიძლება დამავიწყდეს ის სიტყვები ბებომ რომ თქვა, თქვენ, რომ დაგინახავთ სცენაზე ნახევარი სიცოცხლე მომემატებაო, ამის გაგონებამ ძალიან გამახარა და მეტი მონდომება გამოვიჩინე, როდესაც ყვარლის თიატრში შევედი დავინახე თეთრ კაბებში ჩაცმული ჩვენი ანსამბლის გოგოები რომლებიც ფაციფუცობდნენ და ძალიან ლამაზები იყვნენ, ბიჭები კი ჩაცმულები იდგნენ. როდესაც სცენაზე გავედი გული მღელვარებამ დაფარა მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ამ დღის შემდეგ ჩვენ კონცერტებზე გამოვდიოდით თბილისში, სიღნაღში, ქობულეთში და ურეკში ხოლო 2014 წლის 17 ივნისს საკუთარი კონცერტი გავმართეთ ანსამბლ პანკისთან ერთად რომელმაც წარმატებით ჩაიარა. დადგა 2017 წლის 20 მაისი რეპეტიცია გვქონდა,სულ რამდენიმე ბავშვი ღა ვიყავით ანსამბლში შემორჩენილი მაგრამ მოწდინებულები, ნიკო მასწავლებელმა დაიწყო საუბარი, მან თითოეული დაგვარიგა თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავით და დასვა კითხვა ვინ აპირებთ სექტემბრიდან ჩემთან გაგრძელებასო,ყველა დათანხმდა მე კი ვორჭოფობდი მაგრამ მაინც დავთანხმდი , მან დაგვითხოვა მაგრამ ფეისბუქზე სულ ვათვალიერებდი მის პოსტებს. 23 ივლისს იუბილე მივულოცე 24 ივლისს კი ფეისბუქით გავიგე რომ ჩვენი უსაყვარლესი ნიკო მასწავლებელი აღარ იყო, სევდამ მომიცვა და ტაომ დამაყარა ჩემი ძმაც იქვე იყო და აკანკალებული ხმით ვუთხარი რომ ნიკო მასწავლებელი გარდაიცვალა მეთქი, მასაც ძალიან ეწყინა. როგორ შეიძლება დაივიწო ადამიანი რომელთანაც მთელი ოთხი წელი, ოთხი მხოლოდ რიცხვია ასე მგონია რომ მთელი ცხოვრება მასთან მაქვს გატარებული და ღმერთს ვთხოვ რომ ეს გრძნობა მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე არ გამიქროს. :( :( :( (გიორგი ზუბიტაშვილი) მეამაყებით ყველა ვინც ანსამბლ შილდაში ცეკვავდით