იტყვიან ჩემზე მომკვდარაო ის უბედური

---------- 
იტყვიან ჩემზე მომკვდარაო ის უბედური, 
გადასძახებენ გვირილები, მოსდებენ მინდორს, 
ან დარეკავენ ზარებს გლოვისთვის და ჩემებური, 
სიტყვა ძუნწობით დამიტირებენ მე მარტო ეულს, 
---------- 
ალბთ იტყვიან თაღლითური მზერით და გულით, 
საცოდავიო, გუშინ წასულა ის საიქიოს, 
ჩაეცინებათ ვიცი მწარედ ჩაეცინებად, 
რა აკეთაო ამ ქვეყანაზე ეტყვიან ერთ-ურთს, 
---------- 
და მომიტანენ სამარემდე ეკლიან ვარდებს, 
ისიც იმიტომ რომ ხალხის თვალში 
მეც დამიტირონ, 
იტყვიან ჩემზე მომკვდარაო ის უბედური, 
გადასძახებენ გვირილები, მოსდებენ მინდორს. 
---------- 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
09.12.2017/21:38სთ