ბულბული მგოსნები

__________ 
ახალი ფურცლიდან დაიწყე ყველაფერი, 
თავის მოყვარულო ადამიანო, 
ისწავლე თავმდაბლობა, სულის ამაღლება, 
ისწავლე სიყვარული ადამიანო, 
__________ 
ხელი გაუწოდე სალმისთვის გალაკტიონს, 
შურებს და ბოღმებს გულში ნუ ჩაიდებ, 
ხელი გაუწოდე ვაჟას და აკაკის, 
ხოლო ამის შემდეგ, ცხოვრებას გაიგებ. 
__________ 
არ გინდა, ეგ ტყვია არ ჩადო მაგ თოფში, 
აღარ მოგვიკლა მგოსანი ბულბული, 
ასე რომ გვიმღერდა ილია მოვკალით, 
მოვკალით ილია, ჩვენით განწირული. 
__________ 
გალაკტიონი ეძებდა მუზებს, 
ეძებდა ვაჟაც და წმინდანი ილიაც, 
უკვე მოვიხადეთ კეთილთან ბოდიში? 
არა ჯერ კიდევ ცოდვები დიდია! 
__________ 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
30.12.2017/2:42სთ