ნეტავ ვინ მოკლა ილია

.... 
ვის დავაბრალოთ სიკვდილი 
ნეტავ ვინ მოკლა ილია, 
ნუ თუ სხვა ერის შვილებმა 
მათ დაისვარეს ხელია ?! 
.... 
ან დავაბრალოთ ერთმანეთს 
როგორც ქართველებს გვჩვევია, 
წმინდა ილიას სიკვდილში 
ცხრა ოქრო გადახდილია, 
.... 
ვინ გაგვიყიდა სამშობლო, და 
ვის თვალზედ ცრემლი სდენია, 
ვის დაუტანჯავს მტირალნი, და 
ვის ცრემლი მოუწმენდია, 
.... 
ვის დაუთმია ენა და, 
ვის კიდევ დაუწერია, 
ვის დაუკარგავს სამშობლო, და 
ვის კიდევ უშენებია, 
.... 
ვის დავაბრალოთ სიკვდილი 
ნეტავ ვინ მოკლა ილია, 
ქართველმა მოკლა, ქართველმა! 
ქართველის მწარე ხელია. 
.... 
გიორგი ზუბიტაშვილი 
20.10.2017წ/23:11 სთ