წერაქვი

მომეცი წერაქვი სარეველა უნდა მოვგლიჯო, 
და გავატანო მიწის ნადები მთაში არწივებს, 
მომეცი წერაქვი გულის ნადებიც უნდა მოვგლიჯო, 
სანამ ხევები ჩემს სამყოფელს ასე აგიჟებს. 
__________ 
თან ეს წვიმებიც ისე დაუყვა მის გამრავლებას, 
როგორც ჩემს დარდებს ახარებენ სევდის მარცვლები, 
არ მინდა წვიმა გინდაც იყოს საგაზაფხულო, 
საგაზაფხულო წვიმის ხათრით ვერ გავბრიყვდები. 
__________ 
ნიავს მოვუტან საბაღნაროს მინდვრის ყვავილებს, 
და მის გარშემო ამოვგლიჯავ სიმწრის ბალახებს, 
მაგრამ ხანდახან ლამაზია სიმწრის ბალახიციც, 
როგორც დრო და დრო გულში სევდა გაისხამს ვარდებს. 
__________ 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
10.03.2018/09:43