ადიდდა ჩელთი

ადიდდა ჩელთი, ანრევს ნაპირს, 
ისმის ხმაური უხვი წყლებისა, 
და ვდგევარ ქარში თმებ აწეწილი, 
ცა მესალმება გაზაფხულისა, 
__________ 
ვარსკვლავი არ ჩანს და გულს მიბრაზებს, 
მაგრამ გულს მითბობს სითბო იისა, 
შეყვარებულებს მაგონებს ქუჩა, 
განუყრელები სიმარტოვისა, 
__________ 
ადიდდა ჩელთი, ლეწავს მიდამოს, 
ალბათ ჩემს გულშიც ტიტა გაღვივდა, 
ნეტავ რას ნიშნავს ეს პოეზია, 
რომ ყველა ქარზე ლექსი მომინდა, 
__________ 
მკაფიოდ მახსოვს მე ის თეთრი დღე, 
ღერო მოვწყვიტე ენძელებისა, 
ჩელთს გავატანე ის ენძელები, 
და ფიქრს მივეცი ჩემი გულისა. 
__________ 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
09.03.2018/23:16